Georgian Audio-DVD Digital Online Catalog


Lela Tsurtsumia - The best

$5.99
Sale: $4.49
Save: 25% off

Lela Tsurtsumia (February 12, 1969) is a Georgian pop singer. She's popular since 1999 and nowadays is the most popular Georgian singer. Her's music is more pop and soul, but there's tunes of ethno/folk music. Earlier in her career, some electronic tunes too. e.g her track "Idumali Game" was remixed by DJ AKA.

Lela Tsurtsumia was born in Tbilisi, Republic of Georgia. Spouse - Kakha Mamulashvili (Mamulicha) economist, manager. They have one daugther - Mariam. Her mother, Nino Lomtadze, is foreign language teacher (English) and father, Ludvig Tsurtsumia, is a physician. She has two sisters, Khatuna (biologist) and Eka (teacher). In 1975-1986 Lela Tsurtsumia studied in primery school #77. Than she has finished School of Estrada and Circus in Tbilisi. Afterwards she entered The Institute of Theatre of Shota Rustaveli and finished faculty of Music and Actor. In 1999 she has recorded her first video on her song "Rad mindoda". In 2002 Lela started working with the label "Art Imedi". Lela has won more than 15 prizes in varous festivals.

Band features: Irakli Menteshashvili - Keyboards, Chabuka Amiranashvili - Saxophone, Maia Kachkachishvili - Keyboards, Lasha Abashmadze - Bass guitar, Levan Sharashidze - Guitar, Ramaz Khudoevi - Percussions, Nika Abashmadze - Drums; Back vocals: Rati Durglishvili, Gvanca Kachkachishvili; Sound engineer: Alex Nonikoff.

Her concert in 2000 was the first show concert in Georgia, held by Georgian singer. In 2002, Tsurtsumia had another successful show at Tbilisi Sport Hall, more than 25,000 spectators attended the show, it was record. Another record was in 2004, when she released the popular album Suleli Tsvima (Crazy Rain), which sold more than 60,000 copies in Georgia. Tsurtsumia also has sold more than 10,000 albums abroad, in Israel, U.S., Russia. Tsurtsumia's song's are covered in other countries. E.g, In Armenia] she's so popular, that songs like "Samba" and "Love Story" charted #1 in Armenia and were covered by Armenian singers. After 2006 Tsurtsumia appears on stage only with her live jazz-band. On 11 August 2006, she had live concert in Zugdidi in front of more than 40 000 people. In 2007 Tsurtsumia released her first live album called LIVE - Lela Tsurtsumia. "Never seen before quality of live performance and post-production in Georgia" - told one Georgian music magazine reviewer in review. In 2007 Tsurtsumia signed label Art Lend and her albums were distributed on some European e-stores, such as The Orchard.

In 2006 Lela begins to form her live band. After two months rehearsals Lela and band began touring Georgia, they had two concerts in Greece, Athens. After that they were invited to held "Imedi TV" sessions. This was live concert, which was recorded and than released as DVD and CD, called LIVE - Lela Tsurtsumia.

ლელა წურწუმია (დ. 12 თებერვალი, 1969, თბილისი) ქართველი პოპ-მომღერალი. გამოშვებული აქვს 12 ალბომი, გადაღებული აქვს 10 ვიდეოკლიპი. მისი ალბომი "სულელი წვიმა" დასახელდა 2003 წლის ყველაზე მაღალტირაჟიან ალბომად. "სტუდია თბილისის" ინტერნეტ-მაღაზიაში ეს ალბომი დღემდე ყველაზე კარგად გაყიდვად ალბომთა ათეულს ლიდერობს. 2006 წლიდან ლელა აყალიბებს ცოცხალ ბენდს და ყველა კონცერტზე მხოლოდ ბენდის თანხლებით, ცოცხლად ასრულებს სიმღერებს. საქართველოს გარდა ის გარკვეული პოპულარობით სარგებლობს საზღვარგარეთ. 2006 წელს მან გამოუშვა საუკეთესო სიმღერების კრებული აშშ-სა და ისრაელში. იმავე წელს, ერთ-ერთ სოციოლოგიურ გამოკითხვაში წლის ტელესახეებს შორის პირველ ათეულში მოხვდა. მან ქართველ მაყურებელს შესთავაზა ერთ-ერთი პირველი კოსტიუმირებული სოლო-კონცერტი სანახაობრივი ეფექტებით. ზოგ გამოკითხვაში სახელდება როგორც ყველაზე პოპულარული ქართველი მომღერალი.

ლელა წურწუმია 1969 წლის 12 თებერვალს დაიბადა თბილისში. მამა, ლუდოვიკო წურწუმია ფიზიკოსი და ლექტორი იყო, ხოლო დედა, ნინო ლომთათიძე, უცხო ენების სპეციალისტი. ჰყავს ორი და ეკა და ხათუნა. დაამთავრა თბილისის 77-ე საშუალო სკოლა. 5 წლიდან აქტიურად იწყებს მუსიკის სფეროში გარკვევას, დადიოდა ვოკალის პედაგოგებთან.

ლელა წურწუმია 19861988 წლებში სწავლობდა თბილისის საცირკო საესტრადო სასწავლებელში, 1990 წელს ჩააბარა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, მუსკომედიის ფაკულტეტზე, 1992 წელს კი გადავიდა სამსახიობო ფაკულტეტზე. 19941996 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში, ვოკალის განხრით. თეატრალურ-მუსიკალური განათლება და გამოცდილება მას დაეხმარა შეექმნა მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური იმიჯი, შესრულების მანერა.

პოპულარობის მოხვეჭამდე ლელა 1988 წელს ხდება ფილარმონიის სოლისტი, იმავე წელს მღერის ანსამბლ "თაიგულში" 19961999 წლებში მღეროდა რესტორან "ევროპაში", სადაც ყოველ საღამოს ბენდთან ერთად ცოცხლად ასრულებდა ცნობილი კომპოზიტორების სიმღერებს. იმ დროისათვის იმავე რესტორანში მუშაობდა მისი მომავალი მეუღლე და პროდიუსერი კახა მამულაშვილი. კახამ, იგივე მამულიჩამ შენიშნა ახალგაზრდა მომღერალი გოგონა და მალე მათ ერთმანეთი გაიცნეს. როგორც შემდგომში მამულიჩა იხსენებს, მან ლელაში დაინახა ის პოტენციალი, რომლის სათანადო რეალიზების შემთხვევაშიც ქართულ სცენას ახალ ვარსკვლავს შემატებდა. ასე დაიწყო საქმიანი ურთიერთობა, ხოლო შემდეგ ეს ყველაფერი სხვა გრძნობაში გადაიზარდა.

მამულიჩა ამ პერიოდიდან ლელას პროდიუსერი გახდა. ერთობლივმა მუშაობამ შედეგი მალე გამოიღო. ლელა წურწუმიას მიერ შემოთავაზებულმა პირველივე სიმღერამ, კლიპმა, ალბომმა და კონცერტმა მსმენელების აღიარება მოიპოვა და განხილვის საგნად იქცა. ამ პერიოდის მის სიმღერათა შორის იყო "მინდა გიმღერო ისევ" და "პაემანი". ეს მელანქოლიური სიმღერები მომენტალურად გახდა ჰიტი.

სევდით სავსე სიმღერები შეცვალა "რად მინდოდამ". 1999, რომელზეც ისრაელში, ქალაქ აშდოდში კლიპი გადაიღეს. კლიპი აღსანიშნავია იმით, რომ მასში არის იმ დროისათვის საკმაოდ თამამი კადრები, შიშველი სხეულის ნაწილები.

ამასობაში ლელა წურწუმიამ მუშაობა დაიწყო თავის პირველ ალბომზე და 2000 წლის მაისში მსმენელს უკვე შესაძლებლობა მიეცა აუდიოკასეტებზე მოესმინა ალბომი, რომელსაც მომღერალმა და მისმა პროდიუსერმა სახელად "პაემანი" შეარქვეს. ალბომი ძირითადად ქალაქური, ლირიული სიმღერებისგან შედგებოდა, რამაც თავდაპირველად გაამართლა, მაგრამ მომღერალმა და მისმა პროდიუსერმა გადაწყვიტეს მსმენელისათვის მომავალში სხვა მუსიკა შეეთავაზებინათ. ამიტომ მუშაობა ახალ ალბომზე დაიწყეს და პარალელურად ემზადებოდნენ პირველი სოლო კონცერტისათვის.

ლელას, მამულიჩას და პროფესიონალთა გუნდის 6 თვიანი ერთობლივი შრომის შედეგად 2000 წლის სექტემბერში შედგა ლელა წურწუმიას პირველი სოლოკონცერტი ფილარმონიაში. ეს იყო პირველი გრანდიოზული შოუ კონცერტი საქართველოში, თეატრალური დადგმებით, კოსტიუმირებული სანახაობით და რაც მთავარია, ენერგიული რიტმებით. განსაკუთრებული ეფექტი მოახდინა ფინალური სიმღერის, სამბას შესრულებამ. ქორეოგრაფიამ, თამამმა ჩაცმულობამ და ენერგიულმა რიტმებმა მაყურებლების ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურა.

ლელას რიგით მეორე ალბომი "ოცნება შენზე" გაცილებით პოპულარული აღმოჩნდა სადებიუტო ალბომისაგან განსხვავებით. მასში სწორედ ის სიმღერები იყო შესული, რომელთა პრემიერაც კონცერტზე მოხდა. ალბომის რეპერტუარი მკვეთრად განსხვავდებოდა წინასაგან და გაჯერებული იყო დასავლური პოპის, ლათინოამერიკული რიტმებისა და მსუბუქი ჯაზის ელემენტებით, რაც სიახლე იყო მაშინდელი ქართული მუსიკისათვის. ამ მოკლე პერიოდში ლელა წურწუმია რეიტინგების სათავეში მოექცა და გამოკითხვებში სახელდებოდა, როგორც საუკეთესო მომღერალი და ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმული ქალბატონი.

ლელას პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა, მაგრამ ლამაზი სანახაობები, მაღალი დონის მუსიკოსების მიერ დამუშავებული სიმღერები, ძვირადღირებული კლიპმეიკერების გადაღებული კლიპები, სასცენო ჩაცმულობა და ა. შ. საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. მართალია ლელას ალბომები მაღალი ტირაჟით იყიდებოდა და კონცერტები ანშლაგით ტარდებოდა, მაგრამ ხარჯი შემოსავალზე მეტი იყო, ამიტომ 2002 წლისათვის არამხოლოდ ლელას, არამედ მთელ ესტრადას კრიზისული პერიოდი დაუდგა. ლელამ და მისმა მეუღლემ, პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2 წლიანი პაუზის შემდეგ მეორე სოლოკონცერტი შეეთავაზებინათ მაყურებლისათვის. 2002 წლის მაისში კი მას-მედიით უკვე გადაიცემოდა ლელა წურწუმიას ახალი სოლოკონცერტის რეკლამა.

მაისის ბოლოს, გაზაფხულის თბილ ამინდში სპორტის სასახლესთან უამრავი ხალხი იდგა ლელა წურწუმია კონცერტს მართავდა. კონცერტი სრული ანშლაგით ჩატარდა. შესრულდა ლელას საუკეთესო სიმღერები. მათ შორის იყო "ჩუმად ნათქვამი" სიმღერა, რომელიც მომღერალმა მისი საუკეთესო მეგობრის გიორგი სანაიას ხსოვნას მიუძღვნა. ლელა წურწუმია საათნახევარი მღეროდა მაყურებლისათვის, ნახევრად ცოცხალ კონცერტზე. "ეს იყო ყველაზე მომგებიანი და კომერციული შოუ, რაც კი გაგვიმართავს" აცხადებდა კონცერტის ბოლოს პროდიუსერი კახა მამულაშვილი.

კრიზისული პერიოდი ლელას შემოქმედებაში დასრულდა.

2002 წელს თბილისში მეცენატმა და ბიზნესმენმა, ბადრი პატარკაციშვილმა ჩამოაყალიბა საპროდიუსერო კომპანია ART-იმედი. მასში გაწევრიანებული იყვნენ ისეთი მომღერლები, როგორიცაა: მერაბ სეფაშვილი, ნატო მეტონიძე, ეკა კვალიაშვილი, ეკა მამალაძე, თემურ თათარაშვილი, ეკა კახიანი და სხვა. მათ შორის იყო ლელა წურწუმია, რომელიც გახლდათ კომპანიის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი. მომღერალმა ამ კომპანიის მიერ გამართულ ფაქტობრივად ყველა პროექტში მიიღო მონაწილეობა და მერაბ სეფაშვილთან ერთად არტ-იმედის სახედ იქცა. 2003 წელს პოპულარული ალბომის "სულელი წვიმის" გამოშვების შემდეგ ლელას კიდევ ერთი წარმატებული სოლოკონცერტი 2004 წლის 7 დეკემბერს შედგა სპორტის სასახლეში. ამას მოჰყვა ალბომის მხარდასაჭერი ტურნე საქართველოს მასშტაბით და საგასტროლო ტურნეები გერმანიაში, ისრაელსა და საბერძნეთში სადაც ქართველი ემიგრანტებისათვის ადგილობრივ საკონცერტო დარბაზებში 10-მდე ცოცხალი კონცერტი გამართა. ტურნედან დაბრუნებულმა რამდენიმე ახალ პროექტზე დაიწყო მუშაობა. 2007 წელს ლელა გაერთიანდა ლეიბლში Art Lend, რომლის დახმარებითაც მისი ალბომები მსოფლიოს სხვადასხვა ინტერნეტ-მაღაზიებში დაიდო. ეს ალბომებია: წამებს შენთვის ვინახავ, LIVE - Lela Tsurtsumia და იამო ჰელესა (ლაზური ალბომი) 2007 წლის ზაფხულში ლელა თავის ბენდთან ერთად მიიწვიეს თურქეთში, არხავის ხელოვნებისა და კულტურის 35-ე საერთაშორისო ფესტივალზე.

ლელა წურწუმიამ 2006 წელს, ერთდროულად ორი ალბომის გამოშვების შემდეგ შექმნა საკუთარი ცოცხალი ბენდი. ინტენსიური მუშაობა ზაფხულში დაიწყო და აგვისტოს თვეში ლელამ და მისმა ბენდმა უკვე ერთობლივი ტურნე დაიწყეს ცოცხალი კონცერტების. ქალაქ ზუგდიდში კონცერტს 40 000-მდე მაყურებელი დაესწრო.[9] ინტენსიური რეპეტიციები კვლავაც გრძელდებოდა. ახალი წლისათვის ჩაიწერა ლელას და მისი ბენდის სოლოკონცერტი, რომელიც ტელეკომპანია "იმედმა" გადასცა თავის ეთერში. ახალი წლის შემდეგ კი გამოვიდა ალბომი LIVE - Lela Tsurtsumia ამ კონცერტის DVD, CD და MC ვერსიები. ეს გხლავთ ლელა წურწუმიას პირველი DVD დისკი. როგორც მისი საიტი იტყობინება, LIVE Lela Tsurtsumia აქამდე საქართველოში გამოშვებული ყველაზე მაღალი ხარისხის ჩანაწერია. 2007 წლის 9 და 11 მარტს ლელა წურწუმიამ ბენდთან და ქორეოგრაფიულ ჯგუფ "ვერნისაჟთან" ერთად საბერძნეთში ორი სოლოკონცერტი გამართა ქალაქებში: სალონიკი და ათენი.

ბენდის წევრები არიან:
კლავიში: ირაკლი მენთეშაშვილი
საქსაფონი: ჭაბუკა ამირანაშვილი
კლავიში: მაია კაჭკაჭიშვილი
ბას-გიტარა: ლაშა აბაშმაძე
სოლო გიტარა: ლევან შარაშიძე
პერკუსია: რამაზ ხუდოევი
დასარტყამი ინსტრუმენტი: ნიკა აბაშმაძე
ბექ-ვოკალი: გვანცა კაჭკაჭიშვილი, რატი დურგლიშვილი, მაკა ზამბახიძე
ხმის რეჟისორი: კოტე ნონიკოვი

ლელა წურწუმიას გამოშვებული აქვს 12 ალბომი. აქედან 7 სტუდიური, 3 საუკეთესო სიმღერების კრებული, 1 ცოცხალი კონცერტი, 1 სინგლი, ხოლო 2 ალბომი საზღვარგარეთ. მისი ალბომებიდან საქართველოში რეკორდული რაოდენობით გაიყიდა სულელი წვიმა [1].
სტუდიური ალბომებია:
პაემანი (2000)
ოცნება შენზე (2000)
სულელი წვიმა, I ნაწილი #1 (2003)
სულელი წვიმა (სრული ვერსია) #1 (2004)
პოპულარული დუეტები (2005)
წამებს შენთვის ვინახავ (2006)
იამო ჰელესა (ლაზური ალბომი) (2006)

კონკურსები, ფესტივალები:
1986 კონკურსი "ჩვენ ვეძებთ ტალანტებს" ლაურეატი
1989 "პრესტიჟ შოუ" ლაურეატი
1994 კონკურსი "იალტა-მოსკოვი-ტრანზიტი" მონაწილე
1995 ფესტივალი "ხელები"
1996 ფესტივალი "მარგარიტა"
2000 "ეკო" გამარჯვებული 2 ნომინაციაში
2001 "მეგა" გამარჯვებული 4 ნომინაციაში
2001 "სტუდენტური ფესტივალი" გამარჯვებული 1 ნომინაციაში
2002 "მეგა" გამარჯვებული 3 ნომინაციაში
2002 "სტუდენტური ფესტივალი " გამარჯვებული 1 ნომინაციაში
2002 "შავი ზღვის უნივერსიტეტი" ვარსკვლავი
2003 "მეგა" გამარჯვებული 2 ნომინაციაში
2003 ხობის მეგრული სიმღერის ფესტივალი, მონაწილე
2007 ლელა წურწუმია და მისი ბენდი ლაზური ალბომით "იამო ჰელესსა", არხავის საერთაშორისო კულტურისა და ხელოვნების ფესტივალი, თურქეთი

ლელა წურწუმია სხვადასხვა დროს მონაწილეობას იღებდა მხატვრულ ფილმე

Add to Cart:

  • Model: Audio CD
  • Artist: Lela Tsurtsumia
  • Music Genre: Pop




Current Reviews: 1

This product was added to our catalog on Saturday 29 December, 2012.

Your IP Address is: 3.94.129.211
Copyright © 2019 Georgian Audio DVD Online Catalog. Powered by Ramaz Geguchadze