Georgian Audio-DVD Digital Online Catalog


Bera - Favorite things

$4.99
Sale: $3.74
Save: 25% off

მუსიკა ჩემი ცხოვრებაა, ამბობს დამწყები პოპმომღერალი ბერა, რომელმაც ერთი წლის ასაკში არც სიარული იცოდა და არც ლაპარაკი, სამაგიეროდ მშვენივრად ახერხებდა რადიოს ჩართვას. მე დაბადებიდანვე მიზიდავდა მუსიკა... დასძენს იქვე. შესანიშნავი სმენით დაჯილდოებულმა 5 წლისამ დაიწყო ვიოლინოზე დაკვრა, ორი წლის შემდეგ კი ფორტეპიანოსაც დაეუფლა. მას კლასიკური მუსიკალური განათლება აქვს მიღებული, თუმცა მუსიკის წერა ჯაზის სიყვარულმა დააწყებინა. მე შემიძლია დავუკრა ნებისმიერი სიმღერა, რომელსაც რადიოთი მოვისმენ და მომეწონება, ამბობს პარიზში დაბადებული ბერა, რომელიც სამშობლოდ საქართველოს მიიჩნევს. გასაკვირი არც არის, რომ 16 წლის ფენომენით მსოფლიოს ისეთი ძლიერი პროდიუსერები დაინტერესდნენ, როგორებიც არიან: Rob Fusari (Lady Gaga) და Rodney Jerkins (Michael Jackson), სწორედ მათი მეშვეობით შედგა მომღერლის საერთაშორისო დებიუტი.

ბერას სურდა, თავისი მომავალი თავადვე წარემართა და სწორედ ამიტომ, 2010 წელს დააარსა საკუთარი ლეიბლი ქართული ოცნება, სადაც სადებიუტო ალბომზე მუშაობა მალევე დაიწყო. ბუნებით მეოცნებე ვარ, ასე განმარტავს ბერა საკუთარ ფსევდონიმს Mr. Dream-ს. ჩემი პირველი სიმღერა სიზმარში დავწერე...

კარიერის დასაწყისში ბერამ ყველა სიმღერა თავადვე შექმნა. მუსიკალური და ლირიკული თვალსაზრისით, ისინი შეიძლება ორ მიმართულებად დაიყოს: გასართობი, კლუბური, რიტმული სიმღერები და, მეორე მხრივ, მშვიდი, რომანტიული, ასე აფასებს ბერა საკუთარ შემოქმედებას...

მისი პირველი სინგლი Favorite Things, რომლის პროდიუსერიც Fusari გახლავთ, ზომიერად რიტმულია. ეს სასიყვარულო სიმღერა ბერას ინტიმური სამყაროს თანამოზიარეს გვხდის. მე ძალიან მიყვარს Favorite Things, ის ჩემს შინაგან სამყაროს გადმოცემს. ყველაფერი, რასაც სიმღერებში ვამბობ, რეალურიდან მომდინარეობს. ხოლო, ჯერკინსის მიერ შექმნილი საკლუბო სიმღერები Hands on the Wall და Light It Up საცეკვაო ჰიტებია, რომლებიც წარმოაჩენს ბერას, როგორც თვითდაჯერებულ ახალგაზრდას და მის მეტად სენსუალურ მუსიკალურობას.

არ შეცდეთ, 16 წლის ბერა ჩვეულებრივი მოზარდი არ გეგონოთ. ასეთ ასაკშიც კი, იგი საოცრად ქარიზმატული, თავდაჯერებული და უსაზღვრო ხიბლით გამორჩეულია. ეს არაჩვეულებრივი სიმღერები Fusari-სთან და Jerkinsსთან ერთობლივი, ფანტასტიკური შრომის შედეგია. ჩვენ ჰარმონიული ურთიერთობა გამოგვივიდა. ეს მართლაც კარგი რამ იყო, მათ გარემოში კიდევ უფრო გავიზარდე. შემოქმედებითი თვალსაზრისით ბევრი რამ მასწავლეს აღნიშნავს ბერა.

ბერას შემოქმედებაზე სხვადასხვა ჟანრის მუსიკა ახდენს გავლენას. მე მიყვარს ჯაზი, სოული და, საერთოდ, ე.წ. old school.... ფავორიტ ვარსკვლავებად Tupacს და Michael Jacksonს ასახელებს. ამბობს, რომ უსმენს: B.I.G., Barry White, Lionel Richie და Lenny Kravitzს. სიყვარული არის მისი შთაგონების წყარო, რომელიც ნათლად იგრძნობა მის შემოქმედებაში. ჩემი სიმღერებით ვცდილობ მოვხიბლო გოგონა, რომელსაც მუშაობისას წარმოვიდგენ, თუნდაც ის არ არსებობდეს, და სიმღერას სწორედ მას ვუძღვნი. მაშინაც კი, როდესაც ტკივილზე ვწერ, მთავარი თემა მაინც სიყვარულია.

ბერა ამბობს, რომ სიამოვნებით მიიღებდა ყველასთვის საოცნებო Grammy Awardს. ამასთანავე აცხადებს: არ მინდა ვიყო სუპერვარსკვლავი, არ მინდა მიუწვდომელი გავხდე; როდესაც ვინმე ჩემზე ან ჩემს მუსიკაზე ფიქრობს, მსურს იღიმებოდეს... მინდა უბრალოდ გგავდეთ თქვენ, შეიგრძნოთ ჩემი მუსიკა და ჩემთან ერთად ისიამოვნოთ ამ მუსიკით. მე მხოლოდ მინდა, რომ ჩემი გრძნობები გაგიზიაროთ...

I live with my music, says pop newcomer, Bera, who at age 1 couldnt walk or talk but knew how to turn on the radio. I was attracted to the music when I was born. Gifted with perfect pitch, he was handed a violin at age 5 and started piano two years later. Hes classically trained, but its his love for jazz that has him motivated to create. Im able to play any song I like on the radio, says the Paris native who also calls the Republic of Georgia home. Given his history its no surprise that at age 16 this musical phenom has two of the music worlds most powerful producers, Rob Fusari (Lady Gaga) and Rodney Jerkins (Michael Jackson) backing his debut.

Determined to define his own destiny Bera launched Georgian Dream record label in 2010 and quickly began work on his first album. Dreams are something that are very close to me, he says explaining his name choice. I wrote my first lyric in a dream.

He also wrote all of the songs on his upcoming debut which he says can be divided musically and lyrically into two parts, a more fun, club, up-tempo side and the laid-back, loverboy, romantic side. The first single, Favorite Things, produced by Fusari is a mid-tempo love song where Bera shares an intimate glimpse into his world. I really love Favorite Things because it shows who I am. In three minutes it shows my universe. Everything I say in my songs comes from something real.

On the flip side, the Jerkins produced club bangers, Hands on the Wall and Light it Up, are destined dance hits that capture Beras self-assured swagger and embody his sensual sound. Make no mistake this 16-year-old is not your average kid. Charismatic beyond his years, he exudes confidence with an irresistible charm. Recognizing the musical magic that was made on this record, Bera says it was fantastic working with Fusari and Jerkins. We built a relationship. The vibe was really good and I really grew up with them. Artistically they gave me a lot.

Other influences that helped shape Beras sound include his passion for several genres of music. I love jazz, soul and Im definitely ol school. He cites Tupac and Michael Jackson as his favorites and says he listens to an eclectic array of artists including Notorious B.I.G., Barry White, Lionel Richie and Lenny Kravitz. Love is also a big inspiration which comes across clearly in his work. My songs are very seductive. When I write a song I picture a girl and Im writing that song for her, even if she doesnt exist. Even when I write with pain I write it cause of the love.

While Bera says he would love to win a coveted Grammy award his biggest wish is when someone thinks about me or my music I want them to smile. I dont need to be a superstar. I dont want to be that untouchable guy. I want to be like you and I want you to feel my music and enjoy it with me. I just want to share my feelings. By the sound of things, hell be sharing for a long time.

Artist: Bera / ბერა
Album: Favorite Things
Year: 2011

Tracklist:

1. Favorite Things
2. Don't Worry
3. Favorite Things (Remix)

Add to Cart:

  • Model: Audio CD
  • Artist: Bera
  • Music Genre: Pop




This product was added to our catalog on Monday 23 May, 2011.

Your IP Address is: 18.208.159.25
Copyright © 2019 Georgian Audio DVD Online Catalog. Powered by Ramaz Geguchadze