Georgian Audio-DVD Digital Online Catalog


Rustavi - Georgian polyphony songs

$11.95

?რუსთავს? საფუძველი ჩაეყარა 1968 წელს ანზორ ერქომაიშვილისა და მისი მეგობრების მიერ. დაარსების შემდეგ ანსამბლი ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა: მონაწილეობს ფესტივალებში, იღებს და ახმოვანებს ტელე- და კინოფილმებს, აღადგენს მივიწყებულ ძველ ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს. ანსამბლის რეპერტუარში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფართო საზოგადოებისათვის დღემდე უცნობ ამა თუ იმ კუთხის სასიმღერო ჟანრის სხვადასხვა ნიმუშებს.

?რუსთავმა? თავისი არსებობის მანძილზე ჩაიწერა 640 ქართული სიმღერისა და საგალობლის იშვიათი ვარიანტები, რომლებიც გამოსცა ფირფიტებისა და კომპაქტური დისკების სახით. მათ შორის აღსანიშნავია: 1901-30 წლების აღმოჩენილი ფონო ჩანაწერების საფუძველზე 2007 წელს ჩაწერილი ?ქართული ხალხური სიმღერების? კომპაქტ დისკი, რომელშიც შედის კახური მრავალჟამიერისა და ჩაკრულოს უნიკალური ვერსიები.

?რუსთავმა? არსებობის 40 წლის მანძილზე 5000-ზე მეტი კონცერტი გამართა და წარმატებით მოიარა მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყანა, სადაც მეტად პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში ოვაციას უმართავდნენ, პრესა კი უმაღლეს შეფასებას აძლევდა ?რუსთავის? გამოსვლებს, მის საშემსრულებლო ხელოვნებას.

ანსამბლს ჩატარებული აქვს კონცერტები ისეთ ცნობილ ადგილებში როგორებიცაა: როიალ ალბერტ ჰოლი, როიალ ფესტივალ ჰოლი (დიდი ბრიტანეთი), ოლიმპია, ზენიტი, მოგადორი (საფრანგეთი), ჰეროდეს ატიკუსი აკროპოლისი, ძველი ოლიმიური სტადიონი (საბერძნეთი), ეტოლე (მონაკო), ნაკ ოპერა, ნორს ბეი ართ ცენტრი (კანადა), კარნეგი ჰოლი, ბიქონ თეატრი, სივიკ ოპერა ჰაუსი (აშშ), ასპენდოს, ქონიაალთი (თურქეთი), კონცერტგებუვ ამსტერდამ, ფრიტს ფილიპს ეინთჰოვენი (ნიდერლანდები) ვინერ კონცერტჰაუსი (ავსტრია), როპონგი ჰილს გარდენ არენა (იაპონია), მოსკოვის მუსიკის საერთაშორისო სახლი, სანქტ-პეტერბურგის კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი, ჩაიკოვსკის საკონცერტო დარბაზი (რუსეთი), ასევე ლათინური ამერიკის, სკანდინავიის, ყოფილი იუგოსლავისა და აფრიკის მრავალ ქვეყანაში. დაარსებიდან დღემდე ანსამბლში რამდენიმე თაობა შეიცვალა.

?რუსთავის? შემადგენლობაში ყოველთვის მოღვაწეობდნენ საქართველოში სახელგანთქმული მომღერლები, მოცეკვავეები თუ ინსტრუმენტალისტები, რომელთა სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული კულტურის ისტორიაში. დღეს ანსამბლში ახალგაზრდები მოვიდნენ. ისინი ღირსეულად აგრძელებენ ძველი თაობის საუკეთესო ტრადიციებს.

?რუსთავი? კვლავაც წარმატებით გამოდის კონცერტებზე, იბრძვის ძველი იშვიათი ნიმუშების მოკვლევა-აღორძინებისათვის, ამდიდრებს რეპერტუარს უნიკალური ქართული სიმღერებით, ცეკვებით და დიდი ენთუზიაზმით ეწევა მათ პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთის ქვეყნებში.

The Rustavi Ensemble (pronounced "roostahvi") is the best known of a considerable number of talented groups currently performing Georgian music. It was created in 1968 by Anzor Erkomaishvili, a singer and folklorist from a distinguished Georgian musical lineage that goes back seven generations. After graduating from the Tbilisi Conservatory, Erkomaishvill gathered singers from various parts of Georgia and began to build a repertory that brought together their different regional song styles and vocal timbres. Georgian vocal music is strictly divided between men's and women's genres, and from the beginning, the Rustavi singers have been male. Most songs are sung a cappella, but spare instrumental accompaniment on stringed instruments such as the "chonguri" and "phanduri" is sometimes added. A group of players within the Rustavi performs a separate instrumental repertory, and the Ensemble now also includes a dance troupe.

The Rustavi's eclectic, yet authentic, repertory was an innovation in the performance of Georgian music. Earlier vocal ensembles had mixed together traditional folk songs and popular composed music, or focused narrowly on songs from their own particular region. These regions, named after the ancient Georgian tribes that settled them, still represent the traditional territories of ethnic groups descended from the tribes. Erkomaishvili's vision was to break through these ethnic boundaries of regional styles while performing ethnographically authentic music from all of Georgia. The Rustavi's performance style synthesizes the powerful, rough-hewn sound characteristic of the traditional regional folk choirs with a newer, cleaner, more finely-honed aesthetic whose orientation is towards concert presentation - nowadays on an increasingly international scale. While striving to preserve, and in some cases recreate, authentic voicings and vocal timbres, the Rustavi singers have simplified the complex scales used by the earlier choirs in order to create firmer, more brilliant harmonies. The use of a smaller number of Singers for certain songs has also helped to clarify their musical structure.

Artist: Rustavi / რუსთავი
Album: Qartuli Polifoniuri Simgerebi
Year: 2009

Tracklist:

1. Cven Mshvidoba / ცვენ მშვიდობა
2. Batonebo / ბატონებო
3. Adila / ადილა
4. Alipasha / ალიფაშა
5. Dges Sagvto Madlman / დღეს საღვთო მადლმან
6. Kalos Khelkhvavi / კალოს ხელხვავი
7. Agmosavalidan Mzisa / აღმოსავალიდან მზისა
8. Nokle Kalos Khelkhvavi / მოკლე კალოს ხელხვავი
9. Shen Chemi Khar Me Sheni / შენ ჩემი ხარ მე შენი
10. Qarana / ქარანა
11. Sakvareli Mkavs Da Mikvars / საყვარელი მყავს და მიყვარს
12. Maspindzelsa Mkhiarulsa / მასპინძელსა მხიარულსა
13. Ekla Gkhedav Sakvarelo / ეხლა გხედავ საყვარელო
14. Me Rustveli / მე რუსთველი
15. Alilo / ალილო
16. Didi Khnidan gagicani / დიდი ხნიდან გაგიცანი
17. Sisona Darchia / სისონა დარჩია
18. Tsamokruli / წამოყრული
19. Mival Guriashi mara... / მივალ გურიაში მარა

Add to Cart:

  • Model: Audio CD
  • Artist: Rustavi
  • Music Genre: Folk




This product was added to our catalog on Monday 29 April, 2019.

Your IP Address is: 18.205.176.85
Copyright © 2019 Georgian Audio DVD Online Catalog. Powered by Ramaz Geguchadze