Georgian Audio-DVD Digital Online Catalog


Marani - Le Banquet Georgien

$5.99

ანსამბლი "მარანი" მამაკაცთა ვოკალური გუნდია, რომლის ძირითად რეპერტუარს საქართველოს სხვადასხვა კუთხის პოლიფონიური სიმღერები შეადგენს.

იმისათვის რომ კავკასიური მუსიკის ამ განსაკუთრებულ ტონალურობას ჩასწვდეს, ანსამბ მარანის მომღერლები ყველა ჩანაწერს და "წინაპართა" ნამღერს დიდი ყურადღებით უსმენენ. ამიტომაცაა, რომ სიმღერების უკეთ სასწავლად, 1993 წლიდან მოყოლებული, მარანის სოლისტები რეგულარულად საქართველოში ჩადიან, მის სხვადასხვა კუთხეში, იქ სადაც სიმღერა მხოლოდ ნამღერით თუ თაობიდან თაობას გადაეცემა. მოხერხდა ისეთი სიმღერების სწავლა, რომლებიც აქამდე არც არავის ჩაეწერა.

ასოციაცია მარანის ძალისხმევით, რეგულარულად ხდება ქართველი მომღერლების საფრანგეთში მოწვევა, სადაც არა მარტო მარანის, არამედ ფართო პუბლიკის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ სიმღერის გაკვეთილებზე დასწრება.

განსაკუთრებულად შეიძლება აღინიშნოს კონცერტები, რომლებიც ჩატარდა:
- პარიზში: რადიო ფრანსში, სენ-ჟერმენ-დე-პრეს აუდიტორიუმში, სენტ შაპელში, ოპიმლიაში, იუნესკოში , მანდაპას ცენტრში, სენ-ლუი დე ლა სალპეტრიერის ეკლესიაში, სენ-ჟერმენ-დე-პრეს, სენ-როკის ეკლესიებში, ევროპისა და აღმოსავლეთის სახლში, ტამპლემონის ტაზარში, ოპერა ბასტილიის სტუდიაში პარიზის 2008 წლის გაზაფხულის ფესტივალზე.
- ტურნეს დროს: საქართველოში (2006 წელს ქართული პოლიფონიის მესამე სიმპოზიუმზე), წმინდა ხმების ფესტივალზე (ლოზანში), რუაიომონისა და დაოულას მონასტრებში, ფესტივალზე აღმოსავლეთ-დასავლეთი, ფესტივალზე კორესპონდენციები (უარონის სასახლეში), ლე მანეჟსჰი (რენსში), ფესტივალზე დანკერკში, ფრანსუა მიტერანის სახელობის კულტურილ ცენტრში, წმინდა ხელოვნებათა ფესტივალზე (სენ ლიზიეს საკათედრო ტაძარში). რათქმაუნდა აქვე უნდა აღინიშნოს ის არაოფიციალური კონცერტები, რომლებიც საქართველოს საელჩოსა და საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს ეგიდით გაიმართა.

Artist: Marani / მარანი
Album: Le Banquet Georgien
Year: 1998
Tracks: 20
Duration: 49:50 min

Tracklist:

1. Adila ali fasha / ადილა ალიფაშა 2:29
2. Alilo imeruli / იმერული ალილო 2:10
3. Alilo megruli / მეგრული ალილო 1:55
4. Chven mshvidoba / ჩვენ მშვიდობა
5. Dges sagvtoman madlman / დღეს საღვთომან მადლმან 1:47
6. Djgyrag / ჟირაგ 2:57
7. Gandagan / განდაგანი
8. Gaoul gavkheda / გაულ გავხედა 2:19
9. Kalospiruli / კალოსპირული 3:29
10. Maqrouli / მაყრული 2:31
11. Maspinzelsa mxiaroulsa / მასპინძელსა მხიარულსა 1:26
12. Me var da chemi nabadi / მე ვარ და ჩემი ნაბადი 2:54
13. Mourza Bekzil / მოურსა ბერზილ 2:36
14. Mravalzhamier grzeli kaxuri / მრავალჟამიერი კახური 4:02
15. Mravalzhamier imeruli / მრავალჟამიერი იმერული 1:11
16. Pitsi / ფიცი 2:31
17. Sadgegrzelo / სადღეგძელო 1:25
18. Sawidao / საჭიდაო 3:27
19. Tamar qalo / თამარ ქალო 3:03
20. Vaxtanguri / ვახტანგური 2:24

Add to Cart:

  • Model: Audio CD
  • Artist: Marani
  • Music Genre: Folk




This product was added to our catalog on Thursday 16 August, 2012.

Your IP Address is: 35.172.233.215
Copyright © 2020 Georgian Audio DVD Online Catalog. Powered by Ramaz Geguchadze