Georgian Audio-DVD Digital Online Catalog


ტარიელ მაისურაძე ეს არის ყველა ჩემი სიყვა&#

$4.99

ტარიელ მაისურაძე ბელორუსში მოღვაწე ცნობილი მომღერალი და მსახიობია, რომელიც ამ ქვეყანაში ძალიან უყვართ. ტარიელის როლები ბელორუსულ ფილმებსა და სერიალებში, მისი შესრულებული რუსული თუ ქართული სიმღერები ბევრისთვის გახდა საყვარელი. საქართველოში მას ცოტა თუ იცნობს, ბელორუსში კი რეიტინგული და პოპულარული ვარსკვლავია, თუმცა ტარიელს რამდენადაც აწყობილი კარიერა აქვს, იმდენად დაუწყობელი აქვს პირადი ცხოვრება და მისი პირადი ამბების შესახებ ბელორუსულ და რუსულ პრესაში ხშირად წერენ. სულ ცოტა ხნის წინ კომპოზიტორმა, მომღერალმა, მსახიობმა და ტელეწამყვანმა ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსაც კი მიმართა თხოვნით, მისი ოჯახური საკითხი ბოლოს და ბოლოს გადაწყდეს.

გუდაუთაში დაბადებული და აფხაზეთის ომის დროს იქიდან იძულებით წამოსული, ბელორუსში დასახლებული მომღერლის ცხოვრებაში ორი ქალბატონი იყო, თუმცა არც ერთთან არ აეწყო ცხოვრება (ტარიელს ორივე ცოლთან ორი შვილი ჰყავს - ვაჟი გიორგი და ქალიშვილი - თინათინი). მეორე ცოლთან გაშორების შემდეგ, 2011 წელს სასამართლოს ძალით მოიპოვა უფლება, რომ ქალიშვილი მასთან დარჩენილიყო. თუმცა მისი გოგონა თინა კვლავ დედასთან არის, ტარიელს კი მხოლოდ თვეში ორჯერ აქვს მისი ნახვის უფლება. ამ ორი წლის განმავლობაში მის წინააღმდეგ რამდენჯერმე საქმეც აღიძრა - ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის. ახლა მაისურაძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი ბელორუსის მილიციისა და მისი ცოლის მაქინაციებია.

მისი მეორე ცოლი, ტატიანა მარტინოვა, ყოფილი რადიოწამყვანია, ახლა კი ბიზნესვუმენი, რომელიც ყოფილ ქმარს ალფონსსა და აფერისტს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ტარიელი ეხვეწებოდა, დროზე ექორწინათ და თავის ბინაში ჩაეწერა.

არადა, 1999 წელს ტატიანა მარტინოვას გამო ტარიელმა ცოლ-შვილი მიატოვა. ტატიანას ერთი ქალიშვილი ჰყავდა. ტარიელთან კიდევ ერთი ქალიშვილი - თინა გაუჩნდა. როგორც ტარიელი ამბობს, ოჯახს თავად ინახავდა, ტატიანა კი ბოლო დროს ღამღამობით იკარგებოდა და სწორედ მისი ღალატი გახდა ოჯახის დანგრევის მიზეზი. სანამ ერთად იყვნენ, წაყენებულ პრეტენზიებს ქალი ასე პასუხობდა: "არ მოგწონს - წადი, მშობლის უფლებებს წაგართმევ". ტარიელის აღიარებით, ახლა სწორედ მშობლის უფლების ჩამოსართმევად გაერთიანდნენ ტატიანა და ბელორუსის მილიცია და სწორედ მათთან ბრძოლაში სთხოვს დახმარებას იგი ბელორუსის პრეზიდენტს.

ლუკაშენკოს რეაქცია ჯერჯერობით უცნობია, მანამდე კი ტარიელი წარმატებულ კარიერას აგრძელებს და ინტერვიუებში იმასაც იხსენებს, როგორ გახდა მომღერალი. "მესამე კლასიდან უფროს ძმებთან ერთად მუსიკალურ კოლექტივში დოლზე ვუკრავდი. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, რომ ქორწილებში ვუკრავდი და ცოტა ფულს ვშოულობდი. გუდაუთის კულტურის სახლთან არსებულ ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლში აღმოვჩნდი, მოგვიანებით კი უკვე საბავშვო საესტრადო კოლექტივი შევკრიბე და კონცერტებით დავდიოდით ბანაკებში".

რაც შეეხება ბელორუსში მის აღმოჩენას, ამასაც საინტერესო ისტორია აქვს. ტარიელს ბავშვობიდან სდევდა თან ქალებთან არც ისე იოლი ურთიერთობები. სკოლის დამთავრების შემდეგ მისმა ბავშვობის სიყვარულმა ოჯახის შექმნა შესთავაზა, თუმცა ტარიელმა მაშინ იფიქრა, ადრეაო. ჯიბრზე გოგონა გათხოვდა. მერე უკვე ორსული ისევ შეხვდა და სთხოვა, დაგიბრუნდებიო. გოგონამ ამაზეც უარი მიიღო, მაგრამ მათი შეხვედრის შესახებ ყველამ გაიგო და შემდგომი პრობლემების თავიდან ასაცილებლად უფროსმა ძმებმა ურჩიეს, იქაურობას გასცლოდა. მოხალისედ მივიდა და ჯარში გაიწვიეს, საიდანაც მინსკში აღმოჩნდა.

ტარიელის თქმით, ბოლო 19 წელია ოცნებობს საქართველოში კონცერტის გამართვაზე და საქართველოში დაბრუნებაზე: "თავიდან ომის დამთავრებას და ჩემს სახლში დაბრუნების შესაძლებლობას ველოდი. მერე საქართველოს მთავრობისგან ველოდი საცხოვრებელს - ოკუპირებულ აფხაზეთში დაკარგულის სანაცვლოდ. მაგრამ ჯერ არც ერთი სურვილი არ შემსრულებია. სანამ ველოდი, ბელორუსში გავხდი პროფესიონალი, მამა, ქმარი. მალე ჩემი უფროსი შვილი ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაამთავრებს, ალბათ ბაბუაც გავხდები. დაბრუნების პერსპექტივა სულ უფრო შორს გადაიწევს..."

Исполнитель:
Тариел Майсурадзе / ტარიელ მაისურაძე
Альбом: Это все любовь моя
Жанр: Поп
Kачество: 128 - 320 kbps
Примечание: Сольная карьера обаятельного грузина Тариела Майсурадзе в полной мере сложилась в Беларуси. В 1993 г. он стал дипломантом фестиваля "Славянский базар" как белорусский артист, с белорусской песней. Его талант многогранен: автор многих своих песен и телеведущий, играет почти на всех музыкальных инструментах и снимается в кино (среди последних работ -российские картины "Признание", "Супермаркет", "Вокзал", а также белорусская "Глыбокая плынь", где Тариел поет по-грузински). В 2006 г. вышел дебютный альбом "Это все любовь моя".

Содержание:

1. Это все любовь
2. Чужая роль
3. Гапринди шаво мерцхало / გაფრინდი შავო მერცხალო
4. По следам твоим
5. Ты - моя мелодия

Add to Cart:

  • Model: Audio CD
  • Artist: Tariel Maisuradze
  • Music Genre: Bard



This product was added to our catalog on Wednesday 04 September, 2013.

Your IP Address is: 52.91.39.106
Copyright © 2019 Georgian Audio DVD Online Catalog. Powered by Ramaz Geguchadze