Georgian Audio-DVD Digital Online Catalog


Nugzar Ergemlidze - Songs of NE by VIE 75

$4.99
Sale: $3.74
Save: 25% off

ნუგზარ ერგემლიძე დაიბადა 1955 წლის 1 მაისს ქ.ბათუმში. მამა ოთარ ერგემლიძე, დედა ვალენტინა კოპალეიშვილი. დაამთავრა ბათუმის №2 საშუალო სკოლა (ახლანდელი №1) ბათუმის სამხატვრო სკოლა. მე-5 კლასში პირველად მოისმინა ანსამბლ "ბითლზების" ჩანაწერები, რამაც გიტარა ააღებინა ხელში. გიტარის პირველი აკორდები აღმზრდელმა ბებიამ თამარ ქვარიანმა ასწავლა. შემდეგ თვითმასწავლებლის სახელმძღვანელოთი გააგრძელა ინსტრუმენტის შესწავლა. პარალელურად წერდა ლექსებს. ხატვა 4 წლის ასაკში დაიწყო. მამამ, შეამჩნია ბავშვის ნიჭი და მისი ყოველმხრივი წახალისება დაიწყო.

ბათუმში ნუგზარის მეზობლად ცხოვრობდა ბარდანაშვილების ოჯახი, რომელთაც სამი ვაჟი ჰყავდათ რუბენი, სოსო და მერაბი. ის მერაბს ხშირად სტუმრობდა. სოსო ბარდანაშვილს, რომელიც კონსერვატორიის სტუდენტი გახლდათ შეუმჩნეველი არ დარჩა ნუგზარის სიმღერები, ის კონსულტაციას უწევდა დამწყებ ხელოვანს, უხსნიდა ჰარმონიის საფუძვლებს, უსწორებდა ლექსებს. სოსო ბარდანაშვილი დღეს ისრაელში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული კომპოზიტორია.

1973 წლიდან ნუგზარი სამხატვრო აკადემიის სტუდენტია, აქვე ხვდება თვითმოქმედი ანსამბლის წევრი, უკრავს ბას-გიტარაზე და მღერის საკუთარ სიმღერებს. ჯგუფში მასთან ერთად იყვნენ ზურაბ მანაგაძე (ამჟამად ცნობილი ქართველი კომპოზიტორი) აწ. გარდაცვლილი ავთანდილ შარვაძე (მრავალი პოპულარული სიმღერის ავტორი) ოთარ იაგორაშვილი, ავთო ფერაძე და სხვა.

1975 წელს შეიქმნა ვია "75" რობერტ ბარძიმაშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც მანამდე შექმნა ლეგენდარული "ორერა". ვია "75" ახალ გზებს ეძებდა მუსიკალურ სივრცეში... რობერტ ბარძიმაშვილმა გადაწყვიტა დაედგა პირველი ქართული როკ-ოპერა. კომპოზიტორად მან სოსო ბარდანაშვილი მიიწვია, ხოლო სოსომ ლიბრეტოს ავტორობაზე ნუგზარ ერგემლიძე წარუდგინა პროექტის ხელმძღვანელს. ასე შედგა რობერტისა და ნუგზარ ერგემლიძის გაცნობა.

1978 წელს ნუგზარმა დაამთავრა სამხატვრო აკადემია, მიიღო მონაწილეობა რამდენიმე ახალგაზრდულ გამოფენაში. მუშაობდა ტექნიკური ესთეტიკის ინსტიტუტში, მაგრამ როგორც ავტორი თანამშრომლობდა "75"-თან. 1980 წელს ჯგუფმა წარმოადგინა პროგრამა "რეტრო", სადაც ნუგზარ ერგემლიძის მრავალი სიმღერა თუ ლექსი შევიდა. მათ შორის "თუკი" (პირველი სიყვარული) "ბაკურიანი", ლიანები", სადღაც", "ფოთოლცვენა", "როცა თოვლი მოვა" და სხვა.

1982 წლიდან ნუგზარ ერგემლიძე საქართველოს ტელევიზიის რედაქტორია. როგორც სცენარისტმა მრავალი პოპულარული პროექტი შექმნა. მათ შორის "რეტროვიზია", "მეშვიდე ცა", "რადიო რინგი", "ცოცხალი პოკერი", "მო-TV", "რეტრომობილი", "გემო-TV". თანაავტორთა ჯგუფთან ერთად "ნაღდი შოუ". წლების განმავლობაში მონაწილეობდა უამრავ შოუში, როგორც საკუთარი სიმღერების შემსრულებელი, ასევე მის სიმღერებს მრავალი პოპულარული ჯგუფი თუ სოლისტი ასრულებდა, მათ შორის ისეთები, როგორიც არიან ჯგუფი "75", "ჯორჯია", მერაბ სეფაშილი - "თეატრონი", ვალერი ლომსაძე "ჯადოსნური გზები", "პირამიდა" (თამაზ სიჭინავას ხელმძღვანელობით) "ბარძიმი", "სეფას ბიჭები", მამუკა ონაშვილი, კაკო ვაშალომიძე, ზურაბ კობეშავიძე, ირმა სოხაძე, ქეთა თოფურია, ნეკა სებისკვერაძე, თემურ ბოჯგუა, ნუგზარ კვაშალი, ზურა მანაგაძე, მიშა ზაქარიაშვილი, მამუკა მესხი, ბესიკ კალანდაძე, თემურ რევაზიშვილი, კობა ბეჟიტაშვილი და სხვა.

1987 წელს გამომცემლობა "აჭარამ" გამოსცა ნუგზარის ლექსები და რამდენიმე სიმღერის ნოტები. გამოცემული აქვს ორი რომანი "ისევ საბჭოთა კავშირში" 2002 წ. "მხატვარი და მარგარიტა" 2009 წ. პერიოდიკაში იბეჭდებოდა მისი ლექსები და მოთხრობები.

1988 წლიდან არის მხატვართა კავშირის წევრი. მწერალთა კავშირის წევრი 2009 წლიდან.

2003 წელს გაიმართა მისი სიმღერების ბენეფისი (თბილისი დიდი საკონცერტო დარბაზი) 2004 წელს მარჯანიშვილის თეატრში, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში (2005 წ.) გამოცემული აქვს საავტორო ფირფიტები და კომპაქტ დისკები 1998, 1999, 2009. პერსონალური გამოფენები თბილისი 1980 წ. (მხატვრის სახლი), 2007 წ. ("ჰობი"), 1987 ქ.ბათუმი, 1988 ქ.ქუთაისი. შექმნილი აქვს მიუზიკლი "ისევ საბჭოთა კავშირში" ქართულ და რუსულ ენებზე.

გამოსაცემად მზადდება ლექსებისა და სიმღერების ახალი კრებული როგორც პოეტი თანამშრომლობს კომპოზიტორებთან, ალექსანდრე ბასილაია, ზურა მანაგაძე, რომან რცხილაძე, ვაჟა დურგლიშვილი, ზურაბ ჩინჩალაძე, გია მაჭარაშვილი. არის გიორგი ცაბაძის ბოლო სიმღერის ლექსის ავტორი (ქვეყნად სიყვარული მეფობს)

2008 წლის 27 მაისს ლეიბორისტულმა პარტიამ თავისი სიის მეხუთე ნომრად წარმოადგინა ნუგზარ ერგემლიძე. ის ახლა საქართველოს პარლამენტის წევრია. საჯარო სამსახურის პარალელურად აგრძელებს შემოქმედებით მუშაობას.

Nugzar Ergemlidze was born on May 1, 1955 in Batumi. The father Otar Ergemlidze, the mother Valentina Kopaleishvili. Finished №2 (now №1) Batumi art school. While in the V grade he first head the Beatles that made him take the guitar in his hand. The first chords were taught to him by his nanny-grandma Tamar Kvariani. After that he continued self-education, learning the instrument at the same time he created poetry.

In Batumi, neighboring Nugzar lived the Bardanashvili family. They had three sons: Ruben, Soso and Merab. He was a frequent visitor to their family. He was very friendly to Merab. Josepth (Soso) Bardanashvili, who was then a student of the Conservatoire noticed Nugzars talent. He often consulted him concerning harmony, and corrected poetry. Today I.Bardanashvili is one of the famous composers in Israel.

In 1973 Nugzar becomes a student of the Art Academy in Tbilisi, learning painting. Here he becomes a member of the Amateur academy band, playing the Bas Guiter. He sings his own songs as well. Together with him in the band there were Zurab Managadze (later a famous composer) Avto Sharvadze, the author of many popular songs (non unfortunately not alive) Otar Iagorashvili, Avto Peradze and etc.

In 1975 the group "75" was formed. The leader of the group was Robert Bardzimashvili, who was already very famous since he had been the leader of the legendary Orera group "VIA 75" was looking for new ways, new forms in the Music Space. Robert Bardzimashvili decided to perform the first Georgian Rock Opera. Thus he got in touch with Ioseb Bardanashvili as a composer and they offered to write the libretto. Thus it was their first creative joint work. After that Robert and Nugzar stayed friends for many many years.

In 1978 Nugzar graduated Georgian State Art Academy, he took part in may ex-s of young artists. He worked at a college of technical esthetics. But as an author.

He continued to work for "75". In 1980 the group performed a "Retro" programe, and many songs by Nugzar were represented, as well as poetry. The most successful among them were "Tuki" (first love) "Bakuriani", "Lianebi Sadgac", "Potoltsvena", "Rotsa Tovli Mova" etc.

Since 1992 N.E. works as an editor of musical programs many popular project were based on his scenario. Among them are "Retrovizia", "Meshvide Tsa", "Radio Ringi", "Tsotskhali Pikeri" "Mo TV", "Retromobili" "Gemo TV". He was co-author of the group project "Nagdi Show". For many years N.E. has taken part in various shows as a perfomer. Besidesd many popular groups performed his songs. Many solo singers revived his songs up today. Such groups are: "75", "Georgia", "Teatroni" (Valeri Lomsadze), "Jadosnuri Gzebi", "Bardzimi". Piramida (Tamaz Sichinava, Merab Sepashvili, "Sepas Bichebi" Mamuka Onashvili, Kako Vashalomidze, Zurab Kobeshavidze, Irma Sokhadze, Keta Topuria, Neka Sebiskveradze, Temur Bojgua, Nugzar Kvashali, Zura Managadze, Misha Zakariashvili, Mamuka Meskhi, Besik Kalandadze, Temur Revazishvili, Koba Bejitashvili etc.

In 1957 Ajara Publishing Horse printed N-s poems and some notes of several songs. 2 Novels are produced as well "Back to the USSR (2002). "The Artist and Margarita (2009). In periodicals you can find his poems and stories.

Since 1988 he has been a member of artists Union: In 2003 a benefit performance was held in the big concert hall in Tbilisi. In 2004 in Marjanishvili drama theatre. In 2005 in Batumi State drama Theatre. There are produced authors records and CDs. in 1998, 1999, 2009 personal exhbs were held in Batumi. In 2007 at Gallery "Hobby". In 1987 in Batumi. In 1988 in Kutaisi. He is the author of musicle "Rock to the USSR" (in Georgian and Russian).

A new edition of the Almanac in being getting ready. Poems and most popular songs will be included in it. Nugzar cooperates as an author of texts with such compesers as Al. Basilaya, Vazha Durglishvili, Zurab Managadze, Zurab Chinchaladze, Gia Macharashvili.

He is the author of the last song by Gogi Tsabadze (Kveknad Sikvaruli Mepobs).

In 2008 May 27 Ergemlidze was elected M.P. He was nominated by a Labour Party as the fifth on the list. But while being in the M.P. office Nugzar continues his active work as a composer, poet and artist.

Artist: Nugzar Ergemlidze / ნუგზარ ერგემლიძე
Album: ვია 75 - ნუგზარ ერგემლიძის სიმღერები
Year: 1981-1983
Tracks: 12

Tracklist:

1. 75 (Koba Bejitashvili) - If / ვია-"75" (კობა ბეჟიტაშვილი) - თუკი
2. Ucha Kordzaia - Bakuriani / ბაკურიანი - უჩა კორძაია
3. 75 & Koba Bejitashvili - Leaf fall / ვია-"75" & კობა ბეჟიტაშვილი - ფოთოლცვენა
4. 75 & Nugzar Ergemlidze - Where that / ვია-"75" და ნუგზარ ერგემლიძე - სადღაც
5. Ucha Kordzaia - Emigrants / უჩა კორძაია - ემიგრანტები
6. Temur Revazishvili - Lianas / თემურ რევაზიშვილი - ლიანები
7. Merab Sepashvili - The white girl / მერაბ სეფაშვილი - თეთრი გოგო
8. Robert Bardzimashvili & Levan Lazarishvili - Lanterns / რობერტ ბარძიმაშვილი და ლევან ლაზარიშვილი - ლამპიონები
9. 75 & Koba Bejitashvili - When the snow will come / ვია-75 & კობა ბეჟიტაშვილი - როცა თოვლი მოვა
10. Nugzar Ergemlidze - If I was the sorcerer / ნუგზარ ერგემლიძე - ჯადოქარი რომ ვყოფილიყავი
11. Tengiz Chkheidze - Pathefon / თენგიზ ჩხეიძე - პატეფონი
12. Nugzar Ergemlidze - Maro-rita / ნუგზარ ერგემლიძე - მარო რიტა

Add to Cart:

  • Model: Audio CD
  • Artist: Nugzar Ergemlidze
  • Music Genre: Pop




This product was added to our catalog on Wednesday 07 March, 2012.

Your IP Address is: 54.80.132.10
Copyright © 2017 Georgian Audio DVD Catalog. Powered by Ramaz Geguchadze