Georgian Audio-DVD Digital Online Catalog


Darejan Guliashvili - Selected

$4.99
Sale: $3.74
Save: 25% off

დარეჯან გულიაშვილი დაიბადა 1960 წლის 13 ივლისს, თბილისში, დაამთავრა თბილისის რკინიგზის N1 საშუალო სკოლა, შემდეგ კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა საქართველოს სახელმწიფო რადიოს მუსიკალურ რედაქციაში რედაქტორად. იყო ავტორი და წამყვანი პროგრამებისა "როკი, სმოკი და...", "როკი ნაშუაღამევს". განუზომლად უყვარდა თავისი საქმე, თანამშრომლები, რომლებსაც მეორე ოჯახად თვლიდა, ჰყავდა მეგობრები და უამრავი მსმენელი. არაჩვეულებრივად მუსიკალური იყო. საოცარ სიმღერებს წერდა, რომლებსაც ასევე საოცრად ასრულებდა. მიუხედავად იმისა, რომ დახვეწილი იუმორი ჰქონდა და ძალზე ხალისიანიც ჩანდა, რაღაც ჩუმი სევდა მოსავდა მთელს მის არსებას. ერთ-ერთ ინტერვიუში შეკითხვას, თუ რას იტყოდა სიმღერაზე "უთქმელი სიტყვები", დარეჯანმა უპასუხა: "ეს სიმღერა ჩემი ბიოგრაფიული მომენტის გარკვეული გამოძახილია და წლების შემდეგ ჩემი გამოუსწორებელი შეცდომის აღქმა სიტყვები უთქმელი არ უნდა დარჩეს, ეს მხოლოდ ახლა ვისწავლე, მსგავს შეცდომას აღარ დავუშვებ". (ჟურნალი "სარკე" N14, 2000 წ.). გაზაფხულზე, როცა ქალბატონმა ლალი ფაციამ ეს ინტერვიუ ჩაწერა, დარეჯანის სიცოცხლე უკანასკნელ თვეებს ითვლიდა. 2000 წლის 26 სექტემბერს დარეჯანი გარდაიცვალა, მრავალი სიმღერა სანოტო ფურცლებზე დარჩა, უთქმელი სიტყვები - კვლავაც უთქმელი, გულში კი მოუშუშებელი იარა.

Artist: დარეჯან გულიაშვილი / Darejan Guliashvili
Album: Selected
Tracks: 6
Duration: 28:12

Tracklist:

1. წვიმს, წვიმს 4:23
2. მე და შენ 5:48
3. მიყვარხარ 5:19
4. შენთვის მინდა ვიმღერო 3:51
5. თოვს 3:30
6. უთქმელი სიტყვები 5:20

Add to Cart:

  • Model: Audio CD
  • Artist: Darejan Guliashvili
  • Music Genre: Pop




This product was added to our catalog on Saturday 28 January, 2012.

Your IP Address is: 3.214.184.124
Copyright © 2019 Georgian Audio DVD Online Catalog. Powered by Ramaz Geguchadze