Georgian Audio-DVD Digital Online Catalog


Merab Nutsubdze - Collection

$5.99
Sale: $4.49
Save: 25% off

მერაბ ნუცუბიძე ქართველი კომპოზიტორ-შემსრულებელია (singer-songwriter). გიტარაზე დაკვრა და სიმღერების წერა დაიწყო 16 წლიდან. სიმღერებს ქმნის ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. მეგობრებთან ერთად შექმნა ჯგუფი Minute Mind, რომელიც მალევე დაიშალა და მის მაგივრად, თითქმის იმავე შემადგენლობით ჩამოყალიბდა ჯგუფი Double Illusion. გარკვეული მიზეზების გამო ამ ჯგუფმაც მალევე შეწყვიტა არსებობა. ამის შემდეგ მერაბმა სოლო კარიერაში სცადა ბედი და მიიღო მონაწილეობა პროექტ ჯეოსტარში. ის გახდა ჯეოსტარი 2010-ის მონაწილე და დაიმსახურა ჟიურის და ხალხის დიდი მოწონება და დადებითი შეფასებები.
ჯეოსტარის დასრულების შემდეგ მერაბმა აქტიურად დაიწყო მუშაობა სხვადასხვა პროექტებზე სანდრო აბრამიშვილთან (ბაბდუსა) ერთად. სანდრომ და მერაბმა ერთობლივად დაწერეს მუსიკა ალექსანდრე ლორთქიფანიძის სპექტაკლისთვის ("თევზის იავნანა"). სანდროსთან ერთად კეთდება ახალი პროექტი, რომელიც მუსიკალურად და კონცეპტუალურად განსხვავებული იქნება სხვა დანარჩენისგან, რომელშიც მერაბს მიუღია მონაწილეობა. მერაბის პირველი სტუდიური ჩანაწერი "Pourquoi" გამოვიდა 2011 წელს (ხმის რეჟისორი Irakli Man, იგივე ბეთხო). სიმღერა გადის სხვადასხვა რადიოს ეთერში.

მერაბი და სანდრო განაგრძობენ მუშაობას მათ მიერვე შექმნილ სახლის სტუდიაში (Home Studio) და სამომავლოდ გეგმავენ რამოდენიმე კონცერტის გამართვას, რათა წარსდგნენ მსმენელის წინაშე.

Artist: Merab "Mebo" Nutsubdze / მერაბ ნუცუბიძე
Album: Collection
Genre: Acoustic / Pop
Members: Merab "Mebo" Nutsubdze - Vocal, Guitar, Songwritter; Alexandre "Babdusa" Abramishvili - Piano, Guitar and everything else
Hometown: თბილისი / Tbilisi, Georgia

Tracklist:

1. Evil (Live)
2. K-Nar (Live at Radio1)
3. Pourquoi
4. Snowflake (Live at Radio1)
5. The only one I chose
6. Unnamed desires
7. Unnamed desires (Live at Radio1)

Add to Cart:

  • Model: Audio CD
  • Artist: Merab Nutsubdze
  • Music Genre: Alternative




This product was added to our catalog on Wednesday 12 October, 2011.

Your IP Address is: 54.198.15.20
Copyright © 2018 Georgian Audio DVD Catalog. Powered by Ramaz Geguchadze