Product 860/910
ქართველი საესტრადო მომღერალი, კინომსახიობი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორივახტანგ (ბუბა) კონსტანტინეს ძე კიკაბიძე1938 წლის 19 ივლისს თბილისში დაიბადა. იგი საქართველოს სახალხო არტისტი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი და ღირსების, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის, ნიკოლოზ საკვირველმქნელის და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდის ორდენების კავალერია. აგრეთვე თბილისის საპატიო მოქალაქეა. 1999 წელს მოსკოვში "ვარსკვლავების მოედანზე" მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. კიკაბიძემ კინემატოგრაფიაში მრავალი დაუვიწყარი სახე შექმნა, რომლებიც მაყურებელთათვის საყვარელი გმირები გახდნენ. მათ შორისაა ფილმები "არ იდარდო!", "მიმინო", "ვერის უბნის მელოდიები" და სხვა. მომღერალი მუდმივად მოგზაურობს. მან საგასტროლო კონცერტებით ხუთი კონტინენტი მოიარა. როგორც სცენარისტმა და რეჟისორმა ორი სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო: "იყავი კარგად, ძვირფასო", რომელიც ქალაქ გაბროვოში, კომედიური ფილმის საერთაშორისო კინოფესტივალზე პირველი პრემიის მფლობელი გახდა და მეორე - "მამაკაცები და დანარჩენი". ბუბას ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და სამი შვილიშვილი. 1996 წელს მომღერალი საერთაშორისო ენციკლოპედიაში "ვინ ვინ არის" შეიყვანეს.
This product was added to our catalog on Saturday 21 September, 2019.
For more information, please visit the Record Company's webpage.