Georgian Audio-DVD Digital Online Catalog


Duet Georgia - New songs

$7.95
Sale: $5.96
Save: 25% off

მაკა ზამბახიძე და რატი დურგლიშვილი ჯერ "იმედის ტალღით", მერე კი "იურმალის" შესარჩევი ტურით ერთბაშად გახდნენ პოპულარულები.

დიდი მეგობრობა

რატი და მაკა ერთ სკოლაში სწავლობდნენ, ერთმანეთი 15 წლის ასაკში, როგორც თავად ამბობენ, `სიმღერ-სიმღერით? გაიცნეს - ინგლისურენოვან ოპერაში ერთად იმღერეს. მას შემდეგ 10 წელია მეგობრობენ და, ფაქტობრივად, ერთნაირად აზროვნებენ. ხუმრობენ, არ არსებობს კითხვა, რომელსაც განსხვავებულად ვუპასუხებთო. და კიდევ, გარდა იმისა, რომ კარგად მღერიან, ორივენი ძალიან, ძალიან საინტერესო ადამიანები არიან.

მუსიკალური წარსული

მაკას მუსიკალური კარიერა 7 წლის ასაკში დაიწყო. სტუდიას "ამ პატარას, იმ პატარას" ერქვა. "კონცერტებს ვაწყობდით და ყველაფერს ბავშვობიდან მივეჩვიე". რატი მთელი ბავშვობა ხატავდა, სიმღერის ნიჭი კი მასში კომპოზიტორმა მამამ შეამჩნია. "მამას ანსამბლ "მთიებში" ვმღეროდი".

პრეისტორია

მაკა პროფესიით მუსიკოსია. რატის სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული, თუმცა პროფესიით არ უმუშავია. "აკადემია რომ დავამთავრე, ბარ "ტუკანში" დავიწყე სიმღერა, მახსოვს, პირველ დღეს საშინლად ვნერვიულობდი. წელიწად-ნახევრის მერე მაკაც ჩამოფრინდა მოსკოვიდან, დამირეკა და მთხოვა, ერთი დღე მამღერე, ფულიც არ მინდაო" მაგრამ იმ ერთ დღეს ისეთი ფურორი მოახდინა, რომ აღარ გაუშვეს!?

ყველაზე დიდი წარმატება

"მოსკოვში, "იურმალის" შესარჩევ ტურზე კრუტოის თვალებში ისეთი ნაპერწკლები დავინახე, რომ ათმაგი სტიმულით ვიმღერე", - მითხრა მაკამ. როცა ინტერვიუს ვწერდით, დუეტი იურმალისთვის მზადებაში იყო. "ვცხოვრობთ არანორმალური, გიჟური ტემპით, ვმეცადინეობთ ვოკალში, ვვარჯიშობთ და დილის 4-5 საათზე შევდივართ სახლში. ძნელია, მაგრამ ძალიან დიდი ბედნიერებაა!"

პოპულარობა

ორივენი ამბობენ, რომ პოპულარობის მიმართ განსაკუთრებული სწრაფვა არასდროს ჰქონიათ. ჯერ "იმედის ტალღით", მერე კი "იურმალის" შესარჩევი ტურით ერთბაშად გახდნენ პოპულარულები. "უბრალოდ, ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც გვიყვარს. ტაშს რომ გიკრავენ, სტიმული გაქვს, რომ მეტი და მეტი გააკეთო".

Artist: Duet Georgia / დუეტი "ჯორჯია"
Album: New Songs / ახალი სიმღერები

Tracklist:

1. Vetxovebit dzvelsa tselsa / ვეთხოვებით ძველსა წელსა 3:03
2. Up where we belong 3:37
3. You / შენ 3:14
4. Endzela / ენძელა 3:30
5. In love we swim 3:06

Add to Cart:

  • Model: Audio CD
  • Artist: Duet Georgia
  • Music Genre: Pop




This product was added to our catalog on Thursday 02 June, 2016.

Your IP Address is: 54.225.38.2
Copyright © 2018 Georgian Audio DVD Catalog. Powered by Ramaz Geguchadze