Georgian Audio-DVD Digital Online Catalog


Quchis Bichebi - Wanna to love me (Minda giyvarde)

$4.99
Sale: $3.74
Save: 25% off

ყველაფერი ათი წლის წინ დაიწყო. ერთი ეტაპი ჯგუფმა ?ქუჩის ბიჭებმა? ხუთი ალბომით შემოფარგლეს. იყო თავბრუდამხვევი წარმატებაც, ფანების სიმრავლე, ბევრი კონცერტებიც და აპლოდისმენტებიც. თუმცა, გავიდა დრო და ჯგუფმა არსებობა შეწყვიტა, ყოველშემთხვევაში ამ ეტაპზე ?ქუჩის ბიჭები? დაშლილად გამოცხადდა.

1994 წელს ზურა ხაჩიძემ, ირაკლი ნოზაძემ, პაატა ხაჩიძემ, გურამ ლომიძემ და დათო ელისაშვილმა ჯგუფი ?ქუჩის ბიჭები? ჩამოაყალიბეს.

პირველი სიმღერა ?მზის სხივი? რუსთაველის თეატრის სტუდიაში ჩაიწერა. იმავე წელს გახდნენ ფესტივალის გამარჯვებულები ნომინაციით ?წლის აღმოჩენა?.

1999 წელს გამოვიდა ჯგუფის პირველი ალბომი ?გელოდები შენ?.

ჯგუფის წევრები მუდმივად მონაწილეობდნენ საქველმოქმედო ღონისძიებებში, რომლებიც გაეროს ეგიდით ტარდებოდა.

ჟურნალის ?ვარსკვლავები? გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ჯგუფი ?ქუჩის ბიჭები?, ?წლის საუკეთესო ჯგუფის? სტატუსს ოთხი წლის მანძილზე ინარჩუნებდა.

?ქუჩის ბიჭებს? კონცერტები ჰქონდათ ესპანეთში, მოსკოვში, კიევში, ბაქოში. 2000 წელს ჯგუფმა ფესტივალში ?გრან-პრი? მიიღო მონაწილეობა, სადაც ფოლკლორული მუსიკა შეასრულა. განსაკუთრებით დიდი ოვაცია მათ მიერ შესრულებულ ?მრავალჟამიერს? მოჰყვა. სამშობლოში ისინი ?გრან-პრის? ჯილდოთი დაბრუნდნენ.

2004 წლის დასაწყისში, საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ?ქუჩის ბიჭებმა? საზოგადოებას ჯგუფის ახალი წევრი პაატა ცეცხლაძე წარუდგინეს, რომელმაც ერთ-ერთი წევრი - ირაკლი ნოზაძე ჩაანაცვლა.

ვოკალური მონაცემების დემონსტრირება ახალმა წევრმა პირდაპირ საკონფერენციო დარბაზში მოახერხა. ბიჭებთან ერთად მან ცოცხლად ?მრავალჟამიერი? შეასრულა, რითაც დამსწრე საზოგადოება მოხიბლა.

იმავე დღეს, ჯგუფის წევრებმა ახალი წევრის გარდა, ახალი ალბომი ?SOS? წარადგინა, რომელიც კომპაქტ-დისკებისა და აუდიოკასეტების სახით კომპანია ?არტ იმედმა? გამოსცა.

ალბომში სულ 13 სიმღერაა, ინგლისურენოვანი, ?Boyz II Men?-ის რეპერტუარიდან, ფოლკლორული ნაწარმოებები, ერთი საგალობელი და ოთხი სოლო სიმღერა, მათ შორის ირაკლი ნოზაძესიც.

ამჟამად ჯგუფი სცენაზე არ ჩანს. ?გაჩერებულები ვართ, საქართველოში ეს სფერო მკვდარია და საერთოდ არაფერი ხდება? - განაცხადა ზურა ხაჩიძემ. თუმცა ჯგუფი უახლოეს მომავალში შესაძლებელია მოსკოვში ვიხილოთ. სწორედ იქ აპირებენ ისინი საქართველოში დაწყებული მოღვაწეობის გაგრძელებას.

ჯგუფი სავარაუდოდ მსუბუქ როკს შეასრულებს. ისინი სრული შემადგენლობით გაემგზავრებიან, თუმცა, შესაძლებელია, მათ იქ ვინმე დაემატოთ, რაც მომავალ პროდიუსერთან შეთანხმებით მოხდება.

Artist: Quchis Bichebi / ქუჩის ბიჭები
Album: Wanna to love me Minda giyvarde / მინდა გიყვარდე

Tracklist:

1. Entering Boy's Street / ქუჩების ბიჭები 2:39
2. Minda giyvarde / მინდა გიყვარდე 7:48
3. Erti ori gamistvis / ერთი ორი ღამისთვის 8:52
4. Angelodi da bavshvi / ანგელოზი და ბავშვი 8:41
5. Shentan viqnebi / შენთან ვიქნები 10:31
6. 2000 11:06
7. Ocneba shenze / ოცნება შენზე 8:22
8. Gamit shentan / ღამით შენთან 7:51
9. Lamazi game / ლამაზი ღამე 7:13
10. Gamarjvebis dge / გამარჯვების დღე 10:21

Add to Cart:

  • Model: Audio CD
  • Artist: Quchis Bichebi
  • Music Genre: Pop




This product was added to our catalog on Wednesday 11 April, 2012.

Your IP Address is: 34.228.41.66
Copyright © 2018 Georgian Audio DVD Online Catalog. Powered by Ramaz Geguchadze