Georgian Audio-DVD Digital Online Catalog


აფშილავების ოჯახი - კრებული

$6.99

კრებულში თავმოყრილია აფშილავების მიერ შესრულებული სიმღერები. აფშილავები სამეგრელოდან გურიაში - სოფ. ომფარეთში(ლანჩხუთის რაიონი) გადმოსახლებული გლეხები იყვნენ რომელთაც სახელი გაითქვეს სიმღერით. ქვემოთ წარმოდგენილ სიმღერებს და საგალობლებს კი ასრულებენ: ილია აფშილავა (პირველი ხმა), ლეო აფშილავა (მეორე ხმა) და მათი ბიძაშვილი ამირან აფშილავა (ბანი). ასევე ცნობილია ისიც რომ ილიასა და ლეოს მამაც გურული სიმღერის მომღერალი იყო, რასაც ადასტურებს ისიც რომ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი მღეროდა ცნობილი ლოტბარისა და მომღერლის ვარლამ სიმონიშვილის გუნდში.

ომფარეთულ საოჯახო ანსამბლში სამი წევრია, ბიძაშვილები - ილია, ლევან და ამირან აფშილავები. ხელმძღვანელი ილია აფშილავაა. დამთავრებული აქვს ლანჩხუთის "გურული ხალხური სიმღერების შემსწავლელი სკოლა". ოჯახის წევრები ერთად მღერიან ბავშვობიდან. წლების მანძილზე მღეროდნენ რაიონის გუნდში. რეპერტუარში გურული სიმღერებია. სიმღერა ისწავლეს თავიანთი მამების, ძველი "შვიდკაცას" წევრების - ბიქტორ და იოსებ აფშილავებისგან. ძირითადი ამოცანა გურული სიმღერების აღდგენა და შთამომავლობისთვის შენახვაა. მისაბაძები მათთვის არიან: ერქომაიშვილები, ვარლამ სიმონიშვილი, კირილე პაჭკორია და რემა შელეგია. მონაწილეობდა კონცერტებში, რესპუბლიკურ ოლიმპიადებსა და საერთაშორისო დათვალიერებაში. მიღებული აქვს დიპლომები და მედლები.

ფოლკლორის ეროვნული დატვალიერება-ფესტივალის ლაურეატი (2005-2006)

Artist: Aphshilava Family / აფშილავების ოჯახი
Album: Collection /კრებული
Tracks: 20

Tracklist:

1. აღდგომასა შენსა
2. აი და ოდელია
3. ალილო
4. ჩემი გული შენ მოგელის
5. ჩვენ მშვიდობა
6. დადიანური მოძახილი
7. დღეს საღმრთომან მადლმან
8. გულო შავგულო
9. ლამაზო და მიმზიდველო
10. ლამაზო და მიმზიდველო2
11. მასპინძელსა მხიარულსა
12. მე რუსთველი
13. მგზავრული
14. მივალ გურიაში
15. მივალ გურიაში ლატარიული
16. მოკლე კალოს ხელხვავი
17. მშრომელ კაცის გამრჯე ხელით
18. სასაცილო ამბავი (ერთი ისტორია)
19. სისა ტურა
20. ვითო ჟირი

Add to Cart:

  • Model: Audio CD
  • Artist: Aphshilava
  • Music Genre: Folk




This product was added to our catalog on Monday 28 October, 2013.

Your IP Address is: 54.146.98.143
Copyright © 2019 Georgian Audio DVD Online Catalog. Powered by Ramaz Geguchadze