Georgian Audio-DVD Digital Online Catalog


Singing Artem Erkomiashvili

$4.99

ერქომაიშვილი არტემ გიგოს ძე (1887-1967) - მომღერალ-მგალობელი, ლოტბარი, ერქომაიშვილთა გვარის ღირსეული წარმომადგენელი. პაპა - ივანე, მამა - გიგო და ბიძა - გიორგი ბაბილოძე გურიაში განთქმული მომღერლები იყვნენ. დაიბადა 18?? წელს, ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში. 1908 წ. არტემი დიდი მგალობლის მელქისედეკ ნაკაშიძის ხელმძღვანელობით იწყებს გალობის შესწავლას. იშვიათი ნიჭის წყალობით, მან 2000-მდე საგალობლის სამივე ხმა შეისწავლა. 1911 წ. არტემი მარტვილის მონასტერში იგზავნება გალობის მასწავლებლად. 1917 წ. დაბრუნდა გურიაში და შეუამხანაგდა უკვე სახელგანთქმულ ვარლამ სიმონიშვილს, მასთან ერთად შეკრიბა სოფლებიდან მომღერლები და კონცერტებს მართავდნენ დასავლეთ საქართველოში. ერთი წლის შემდეგ არტემი გამოეყო ვარლამს და სოფლებში ასწავლიდა სიმღერა-გალობას. 1921 წელს მან ჩამოაყალიბა გუნდი ოჯახის წევრების, ნათესავებისა და მეზობლებისაგან: გიგო, ანანია, არტემ, ვლადიმერ ერქომაიშვილები, გიორგი ბაბილოძე, დიმიტრი და ილარიონ პატარავები, აკაკი ბასილაშვილი, სერაფიონ ვაშალომიძე, ალიოშა წივწივაძე. 1925 წლიდან არტემი ბათუმის ნავსადგურის მტვირთავი მუშების გუნდს ხელმძღვანელობდა, სადაც ხშირად იწვევდა 90 წელს მიტანებულ გიგოს და გიორგი ბაბილოძეს. აქვე მღეროდნენ მამა-შვილი ალი და ქამილ ტაკიძეები, ილიკო სიხარულიძე, ივანე კოპლატაძე, ვალოდია გიორგაძე, გიორგი ბურჭულაძე, ხასან როყვა, ვალოდია ფოცხიშვილი, აკაკი ცინცაბაძე, ნესტორ ჯიბლაძე და სხვები. ამ გუნდს 1927 წელს ქუთაისში გამართულ პირველ ოლიმპიადაზე უმაღლესი ჯილდო მიეკუთვნა, ასევე 1929 წელსაც. 1930 წელს არტემ ერქომაიშვილის, კირილე პაჭკორიას და მიხა ჯიღაურის გუნდები საგასტროლოდ მიემგზავრებიან მოსკოვში, ლენინგრადსა და ხარკოვში. ლენინგრადში არტემის გუნდისგან ჩაიწერეს სიმღერები ფილფონოგრაფზე, როგორც ცალ-ცალკე ხმები, ისე სამ ხმაში. 1960-იან წლებში ეს ჩანაწერები ანზორ ერქომაიშვილმა აღმოაჩინა "პუშკინის სახლში" და მაგნიტოფირზე გადმოწერილი, თბილისში ჩამოიტანა. 1934 წ. ოლიმპიადაზე ერქომაიშვილების ტრიო - გიგო, არტემი და 12 წლის დავითი - წარმატებით გამოვიდნენ. არსებობს ამ წლით დათარიღებული ფოტო და გრამოფონის ფირფიტა - სიმღერა "ადილა": დამწყები - 94 წლის გიგო, გამყივანი - 12 წლის დავითი, ბანი - არტემი. 1930-32 წლებში სამი დიდი მომღერალი გარდაიცვალა - გიორგი ბაბილოძე, სამუელ ჩავლეიშვილი და ნესტორ კონტრიძე. არტემმა გულისტკივილი გამოთქვა ლექსით "დავკარგეთ სამი მომლხენი", რომელზეც შემდეგ სიმღერაც ააგო. 1934 წლიდან არტემის სახელი აჭარის გუნდს დაუკავშირდა, რომელიც მალე აჭარის ასსრ სახელმწიფო ეთნოგრაფიულ გუნდად გადაკეთდა, ხოლო 1941 წელს აჭარის ასსრ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ეწოდა. პარალელურად არტემს 1943 წელს მაკვანეთის გუნდის ხელმძღვანელადაც იწვევენ. 1951 წელს არტემი ინიშნება მახარაძის კულტსახლის ანსამბლის ხელმძღვანელად. 1951 წელს არტემს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. 1965 წელს თბილისის კონსერვატორიაში, ფოლკლორის კათედრაზე, არტემისგან ჩაიწერეს 105 საგალობლის სამივე ხმა. მათი ნაწილი კახი როსებაშვილმა გაშიფრა და გამოსცა 1968 წელს, ნაწილი დათო შუღლიაშვილმა 2002 წელს. არტემ ერქომაიშვილი 1967 წლის 2 თებერვალს გარდაიცვალა. დაკრძალულია მაკვანეთის სასაფლაოზე, ეკლესიის გალავნის შიგნით.

ცნობილი მომღერალ-მგალობელი, ერქომაიშვილების გვარის ღირსეული გამგრძელებელი არტემ ერქომაიშვილი უდავოდ ითვლება შემოქმედის სკოლის საგალობლების გადამრჩენლად, რადგან რომ არა ის არ გვექნებოდა ისეთი საგანძური როგორიცაა 11 მარგალიტი და სწორედ ეს 105 საგალობელი რომელიც ამ კრებულშია მოცემული. ალბათ არტემი ბოლო მგალობელი იყო იმათ შორის ვინც ზედმიწევნით იცოდა შემოქმედის სკოლა და სწორედ ამიტომ თბილისის კონსერვატორიის დიდი თავდადებითა და თავგამოდებით ჩამოიყვანეს არტემი თბილისში და ჩააწერინეს შემოქმედის სკოლის საგალობლები მაგნიტოფონზე სადაც არტემი გალობს სამივე ხმას. ექვთიმე კერესელიძეს თავის ხელნაწერში კარგად აქვს ის ვითარება აღწერილი, რომ ვერა და ვერ ახერხებდნენ გურული საგალობლების ჩაწერას იმ ხალხისგან ვინც ფლობდა ამ შესანიშნავ კილოსა და წყობას ზეპირად და საბოლოოდაც ვერ მოხერხდა ამის ჩაწერა და ნოტებზე გადმოტანა. მაგრამ არტემ ერქომაიშვილმა ფაქტიურად შეავსო ეს დანაკლისი და შემოგვინახა ბრწყინვალე საგალობლები.

კრებულში თავმოყრილია დიდი გურული ლოტბარისა და სრული მგალობლის, არტემ ერქომაიშვილის შემოქმედება. ჩანაწერები გაკეთებულია სხვადასხვა პერიოდში და ასახავს მისი მოღვაწეობის ფართო არეალს. მაგალითად აქ არის ბათუმის გუნდებისა და მისივე ძმებთან ერთად შესრულებული ბრწყინვალე სიმღერები. ამ კრებულში ასევე შესულია ბატონ ანზორ ერქომაიშვილის მიერ გამოცემული რამოდენიმე სიმღერაც რომელიც ჩაწერილია 1901-1914 წლებში.

Artist: Artem Erkomiashvili / არტემ ერქომაიშვილი
Album: Singing Artem Erkomiashvili / მღერის არტემ ერქომაიშვილი
Tracks: 16

Tracklist:

1. მადლობელი
2. ნანინა
3. ორირა
4. აჭარული მაყრული
5. დიდი ხნიდან
6. ხასანბეგურა
7. ვახტანგური
8. ადილა
9. ბატონებო
10. ჩემი ბედი
11. ძველი აბადელია
12. გრძელი ღიღინი
13. კალოს ხელხვავი
14. შავი შაშვი
15. შენ ხარ ვენახი
16. სიყვარულმა მოგვიყვანა

Add to Cart:

  • Model: Audio CD
  • Artist: Artem Erkomiashvili
  • Music Genre: Folk




This product was added to our catalog on Thursday 08 March, 2012.

Your IP Address is: 54.80.132.10
Copyright © 2017 Georgian Audio DVD Catalog. Powered by Ramaz Geguchadze