Georgian Audio-DVD Digital Online Catalog


Vladimer Berdzenishvili - Collection (v.2)

$5.99

ბერძენიშვილი ოთარ ვლადიმერის ძე (1933) - მომღერალი, ლოტბარი.

ბიჭო, ოთარ! ქართული სიმღერის აღვირი გიჭირავს ხელში და გაუფრთხილდი. არ გაამაყდე, ღმერთმა მოგანიჭა ეს ნიჭი და იცოდე, მარტო შენ არ გეკუთვნის, მთელი საქართველოსია. სანამ იმქვეყნად წახვიდოდე, ყველაფერი აქ, ხალხში უნდა დატოვო - ასეთი იყო მამის, ვლადიმერ ბერძენიშვილის ანდერძი... ვინც შეგირდი არ ყოფილა, ის ვერასოდეს გახდება ოსტატი, თუნდაც ღმერთმა წყალობით გადმოგხედოს და ლადიმე ბერძენიშვილის შვილობა გარგუნოს. აკვნიდანვე შეიტკბო ქართული სიმღერის მადლი დედის - ჩინებული მომღერლისა და მეჩონგურისაგან. ხუთი წლის ოთარს მამამ დააწყებინა სიმღერა. ცამეტი წლისამ კი დიდი გამოცდა ჩააბარა, სიცოცხლის ბოლომდე დაუვიწყარი: ჩვენ მშვიდობა და კალოს ხელხვავი ვარლამ სიმონიშვილსა და ვლადიმერ ბერძენიშვილთან თქვა! სიმღერებში გაიზარდა და დავაჟკაცდა, სულ სიმღერა ესმოდა. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მომღერლები ლადიმეს ოჯახში ხშირად იყრიდნენ თავს. თბილისის ცენტრალური სამუსიკო ათწლედის დამთავრების შემდეგ, სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, სწავლაში ხელი მრისხანე ჟამმა შეუშალა: 1956 წლის 9 მარტის ტყვიას კი გადაურჩა, მაგრამ სამი წლით თბილისს განერიდა, ოცდახუთწლიან პატიმრობას ან დახვრეტას რომ გადარჩენოდა. კონსერვატორია ვერ დაამთავრა, სისხლხორცეულ საქმეს კი მალევე დაუბრუნდა: ტრიოები, ანსამბლები, გუნდები, რაიონებში მუშაობა, პედაგოგიური საქმიანობა, უშურველი კონსულტაციები - ორმოცდაათამდე ჯგუფსა და ანსამბლთან უმუშავია, ნახევარი მსოფლიო მოუვლია, ჯილდოც ბევრი დაუმსახურებია, მაგრამ ყველაზე მთავარი - უმადური არავინ ჰყოლია, ჭეშმარიტად სახალხო მომღერალი და ლოტბარია. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ბანი სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეული, თანამედროვეთა, შეგირდთა და მეგობართა მიერ ქართული სიმღერის მამად და პატრიარქად აღიარებული... სიმღერების გამშვენება მამასავით ემარჯვება - ერთსა და იმავე სიმღერას ერთნაირად ვერასდროს ამბობს, ყოველ ჯერზე რაღაცას ცვლის - ჭეშმარიტი შემოქმედი და უბადლო იმპროვიზატორია! პირველი ჩანაწერი თორმეტი წლისამ ჩოხატაურის ანსამბლთან გააკეთა. მამასთან და გარსევან სიხარულიძესთან ერთად ჩაწერილი ღიღინები კი სრულიად უნიკალურია მთელს ქართულ ფოლკლორში.

"სიმინდის დიდ ყანას რომ მოტეხავ, ერთი ან ორი ტარო წითელი გამოერევა იმდენ სიმინდში, ასე გამოერია ჩვენშიც ლადიმე ბერძენიშვილი" - ასე ბრძანებს არტემ ერქომაიშვილი დიდ მომღერალ - ვლადიმერ(ლადიმე) ბერძენიშვილზე. სწორედ ამ დიდი მომღერლის სიმღერებია კრებულში წარმოდგენილი. კრებული შეიცავს 1901-1914 წლებში ჩაწერილ სიმღერებსაც, რომლებიც ბატონ ანზორ ერქომაიშვილმა გამოაქვეყნა.

Artist: Vladimer Berdzenishvili / ვლადიმერ ბერძენიშვილი
Album: Collection (v.2)
Tracks: 25
Duration: 55:10

Tracklist:

1. სუფრის ხელხვავი
2. ვახტანგური
3. ხასანბეგურა
4. ადილა
5. ალიფაშა
6. ჩვენ მშვიდობა
7. დედოფლის სიმღერა (მაყრული)
8. ალიფაშა
9. ალიფაშა-ადილა
10. ხასანბეგურა
11. ლატარია
12. ალიფაშა
13. მადლობელი
14. ლატარია
15. მე რუსთველი
16. მივალ გურიაში
17. მრავალჟამიერ
18. მივალ გურიაში
19. ორირა
20. საყვარელო შენი ჯავრი
21. შავი შაშვი
22. შვიდკაცა
24. ვახტანგური
25. შავი შაშვი

Add to Cart:

  • Model: Audio CD
  • Artist: Vladimer Berdzenishvili
  • Music Genre: Folk




This product was added to our catalog on Saturday 28 January, 2012.

Your IP Address is: 54.80.157.133
Copyright © 2017 Georgian Audio DVD Catalog. Powered by Ramaz Geguchadze