Georgian Audio-DVD Digital Online Catalog


Jgufi Miraji - Collection

$5.99
Sale: $4.49
Save: 25% off

ჯგუფი "მირაჟი" 11 წლის წინ ორმა ძმამ ჩამოაყალიბა. მაშინ პაატა და შოთიკო დუნდუები ვერც იოცნებებდნენ იმ პოპულარობაზე, რაც წელს ერთმა სიმღერამ, შეიძლება ითქვას, ერთ დღეში მოუტანა. "აყვავებულა არაგვზე დეკა" ერთ–ერთ რადიოში წლის ყველაზე მოთხოვნად სიმღერად დასახელდა, რამაც სარესტორნო სიმღერებზე ისედაც "აჭრილი" ქართული შოუბიზნესის ბომონდი კიდევ უფრო გააღიზიანა. მათი აზრით, სამარცხვინოა, ხალხში ეს სიმღერა ასეთი მოთხოვნით რომ სარგებლობს. ძმები ამ კრიტიკას არ იღებენ და მათ თავიანთი არგუმენტები აქვთ. 
შოთიკო: საკუთარ თავს მუსიკოსს ვერ დავარქმევ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სიმღერა მაქვს დაწერილი, ისევე, როგორც ჩემს ძმას, პაატას. პროფესიით ეკონომისტი ვარ. სახლში ხმის ჩამწერი სტუდია გვაქვს, არანჟირებას ჩვენ ვაკეთებთ, ტექსტებსაც ვწერთ. ჩვენი წარმატება მშობლების, იოთამ დუნდუას და ლია კიპაროიძის დამსახურებაა. მათ მუსიკა პატარაობიდან შეგვაყვარეს. როცა მუსიკას ვწერთ, თავს ისე ვგრძნობთ, როგორც თევზი წყალში. 
პაატა: მეც ეკონომისტი ვარ, მაგრამ, შოთიკოსგან განსხვავებით, მუსიკალური განათლებაც მივიღე. შოთა მილორავას სახელობის საცირკო–საესტრადო სასწავლებელი დავამთავრე ვოკალისტის განხრით. 
– როგორ შეიქმნა თქვენი ჯგუფი? 
პაატა: ეს ჯგუფი 11 წლის წინ ჩამოვაყალიბეთ. იმ დღიდან მოყოლებული ჩვენი მუსიკალური ხელმძღვანელი ლალი ზადიკაშვილია. 
შოთიკო: ლალის ვეხუმრები, მაგ პატარა თავით მთელი ორკესტრი დაგაქვს–მეთქი. 
– ჯგუფს ვინ შეურჩია სახელად "მირაჟი"? 
პაატა: 11 წლის განმავლობაში მოჩვენებებივით ხან ვჩნდებოდით, ხან ვქრებოდით და "მირაჟიც" ამიტომ დავარქვით. 
შოთიკო: ახლა უკვე ნამდვილად აღარ ვაპირებთ გაქრობას. 
– თქვენი სიმღერები კარგ შემოსავალს იძლევა? 
შოთიკო: მუსიკას იმის გამო არ ვაკეთებთ, რომ ფული ვიშოვოთ, არც იმისთვის, რომ მსმენელს თავი მოვაწონოთ. ამ საქმით, პირველ რიგში, ჩვენ ვიღებთ სიამოვნებას. 11 წლიდან 8 წელი დღე და ღამე გადაბმულად ვმუშაობდით. ჩვენთვის მუსიკა ყველაფერია. რასაც უნდა ვაკეთებდე, მუსიკა ყოველთვის ჩამესმის და პირობას ვდებთ, რომ არასოდეს ჩამოვშორდებით. 
– როგორც ვიცი, ადრე ჯგუფში მესამე წევრიც გყავდათ, ზაზა ჭანტურია. წავიდა თუ გაუშვით? 
შოთიკო: ზაზა ჩემი ნათლიაა. მის ცხოვრებაში რაღაცეები შეიცვალა. ჩვენ შორის არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა. მან რაღაცეები გადააფასა და არჩია, სხვა მიმართულებით წასულიყო. ასე დავრჩით მხოლოდ მე და პაატა. ჩვენ კი მხოლოდ მაშინ შეიძლება დავიშალოთ, თუ რომელიმე მოვკვდებით. 
– როგორ ფიქრობთ, იმ ტიპის სიმღერები, როგორიც თქვენი "დეკაა", რატომ ხდება ხალხში ასეთი პოპულარული? 
შოთიკო: ხალხური მუსიკა ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის პირველი იქნება და ხალხიც დიდი სიამოვნებით მოუსმენს. რაც უნდა "გავსვეცკდეთ", ჩვენს სისხლს ვერავინ გამოცვლის. 
– თქვენს პირად ცხოვრებაზეც გვიამბეთ. მეუღლეები, შვილები გაგვაცანით. 
შოთიკო: ორივე დაოჯახებული ვართ და ერთ სახლში ვცხოვრობთ. 
პაატა: მე ერთი ბიჭი მყავს, 4 წლის დაჩი. 
შოთიკო: პაატას სულ "ვეღადავები", ბიჭის მამა ხელოსანი ხარ, მე კი, როგორც გოგოს მამა – ხელოვანი. ჩემს შვილს ნიაკო ჰქვია. 
პაატა: ჩემს ცოლს დეო ჰქვია, შოთიკოს მეუღლეს – ხატია. 
– რამდენი ხანია, რაც ოჯახი შექმენით? 
პაატა: 5 წელია. მე და შოთიკომ ერთად მოვიყვანეთ ცოლები. ქორწილიც ერთ დღეს გადავიხადეთ. შოთიკოს ჩემ გარეშე არაფერი გაუკეთებია ცხოვრებაში. 5 წლის წინ სადღაც წავიდა, ღამის 2 საათზე კი დამირეკა, ცოლი მოვიყვანეო. გავგიჟდი, ვუთხარი, ჩემ გარეშე სიგარეტის საყიდლად არ გადიოდი და ცოლი როგორ მოიყვანე–მეთქი. მაგრად "გამიტყდა". დეო და ხატია დაქალები იყვნენ. მე და დეო მაშინ უკვე შეყვარებულები ვიყავით. 
შოთიკო: პაატას ყველაფერი მე "გავუჩალიჩე". ხატია 16 წლის იყო, ცოლად რომ მოვიყვანე. პატარა იყო და ცოტა წუწუნებდა. ამიტომ დეოს ვუთხარი, შენც წამოდი, შენი დახმარება დამჭირდება–მეთქი. სინამდვილეში დეოს დახმარება არ მინდოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ იქ პაატა მოვიდოდა. დეო ჩუსტებით წამოვიდა. ვუთხარი, დეიდაშვილთან ავდივართ, არავინ გნახავს–მეთქი. სუფრასთან დეო მოკრძალებულად იჯდა. მე და ხატია დაგვლოცეს. ზაზა ჭანტურია რომ ადგა და ჩვენი სადღეგრძელო შესვა, თქვა, მოდი, ბარემ ხარჯი ხარჯია და პაატას და დეოსაც გაუმარჯოსო. დეოს ცოტა გაუკვირდა, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი ჩანაფიქრი კარგად განხორციელდა. ყველაფერი დავამთხვიეთ, მაგრამ შვილებში ავცდით. 
პაატა: სამაგიეროდ, საბავშვო ბაღში ერთად დადიან და სკოლაშიც ერთად მივლენ. 
შოთიკო: მე და ხატია დაახლოებით ორი წელი ვიყავით შეყვარებულები. მაშინ 14 წლის იყო და ახლაც ბავშვია. ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა 5 წელია. ახლაც ძალიან მიყვარს, მაგრამ მაშინ უფრო მიყვარდა. 
– მესამე დედმამიშვილი არ გყავთ? 
შოთიკო: არა და მთელი ცხოვრება დას ვნატრობდით. 
– თქვენს პოპულარობას მეუღლეები როგორ უყურებენ, ხომ არ ეჭვიანობენ? 
შოთიკო: ამ სფეროში მეუღლეების მხრიდან ეჭვიანობის მომენტი ძალიან მოქმედებს, თუმცა ჩვენთან ეს საკითხი უკვე მოვაგვარეთ. 
პაატა: კარგი ერთი, რა! ჩემი მეუღლე პირდაპირი გაგებით გიჟია. 
შოთიკო: ეტყობა, შენ გიჟი არ გინახავს. ქალს ყოველთვის უნდა ჰქონდეს ეჭვიანობის შეგრძნება, ოღონდ ზომიერად. 
პაატა: ჩემი ცოლი ხატიასთან შედარებით ტვინს ბურღავს. სულ იმას კითხულობს, ვინ დამირეკა. მუდმივად ჩემს ტელეფონში იქექება. 
შოთიკო: ახლა შენ რაღაცეებს ნუ აზვიადებ! 
პაატა: როგორც ყოველთვის, დეოს დაცვა დაიწყო. 
შოთიკო: რაც უნდა ხდებოდეს, მე ყოველთვის დეოს ვიცავ. საკუთარ დასავით მიყვარს. მან დის ნაკლებობა შემივსო. მასაც ძმასავით ვუყვარვარ. 
– შვილებიც რომ თქვენს გზას გაჰყვნენ, თანახმა იქნებით? 
შოთიკო: უკვე აგრძელებენ. 
პაატა: მიუხედავად იმისა, რომ ნია 3 წლის არის და დაჩი – 4–ის, მაგრად მღერიან. აბაშაში ღია ცის ქვეშ სოლო კონცერტი გვქონდა. დაჩი მყავდა წაყვანილი. ბოლო სიმღერას რომ ვმღეროდით, შოთიკომ დაჩის უთხრა, სცენაზე ხომ არ ამოხვალო. ამოვარდა და სიმღერა "წყაროზე" თავიდან ბოლომდე იმღერა, ვერ გავაჩუმეთ. 
შოთიკო: ბოლოს მაყურებელს მადლობა გადაუხადა და სცენიდან ჯიგრულად ჩავიდა. 
– ამბობთ, გაჩერებას არ ვაპირებთო. რას გეგმავთ? 
შოთიკო: ამჟამად ორ სიმღერაზე ვმუშაობთ. რამდენიმეც უკვე მზად გვაქვს. ერთ მომღერალთან ვწერთ სიმღერას, ოღონდ არ გეტყვით, ვისთან. სიმღერის პრემიერა ძალიან მალე შედგება. არ მინდა, ეს სიმღერა ახლავე დატრიალდეს და ვიღაცამ ჩვენზე თქვას, მასთან იმიტომ ჩაწერეს, რომ გაქაჩონო. 
პაატა: ასეთი სტიმული ჩვენმა მსმენელმა მოგვცა. მათი სიყვარულის გარეშე ჩვენ არც კონცერტებზე მიგვიწვევდნენ, არც რადიოში დაატრიალებდნენ ჩვენს სიმღერებს და არც ამ ინტერვიუს ჩაწერდით ჩვენთან. ხალხის სიყვარულის გარეშე ყველა ხელოვანი ნულია. როცა ხალხს შენი სიმღერა არ მოსწონს, თავისმართლება არ უნდა დაიწყო. 
– როცა თქვენი მისამართით გესმით, რომ ეს სიმღერები დაბალი დონეა, ამაზე როგორ რეაგირებთ? 
შოთიკო: ალბათ გახსოვთ ჩვენი გამოსვლა გადაცემაში "100 გრადუსი ცელსიუსი", სადაც ვთქვი, რომ 7–8 თვის განმავლობაში ჩვენი სიმღერა "წყაროსთან" ლიდერობდა. ამის შემდეგ "აყვავებულა არაგვზე დეკა" მივიტანეთ, რომელიც მაშინვე ძალიან მოთხოვნადი გახდა. სამწუხაროდ, გადაცემაში ამოჭრეს, რომ ვთქვი, მაგარი "როჟა" არ ვარ–მეთქი და ძალიან გთხოვთ, თქვენც არ ამოჭრათ. მართლა არ ვარ მაგარი, მე უბრალოდ იქაც ფაქტებით ვისაუბრე. კრიტიკას იმ ადამიანებისგან მივიღებთ, ვისაც რამე ღირებული აქვთ გაკეთებული, მაგრამ არა – მათგან, ვისაც არაფერი გაუკეთებია. 
პაატა: ყველაზე მართალი მსმენელია. მათზე დიდი კრიტიკოსი და შემფასებელი არავინაა. როცა ათი ადამიანიდან ცხრას ნამღერი მოსწონს, არ უნდა თქვა, რომ არ ვარგა. არ გაქვს ამის უფლება, რადგან იმ ცხრას შეურაცხყოფას აყენებ. 
– პოპულარული ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ღირებულია – ეს ითქვა იმ გადაცემაში. 
შოთიკო: ჩვენი სიმღერები რატომღაც ხალხური ჰგონიათ. "წყაროზე" გელა დაიაურის სიმღერაა, "აყვავებულა არაგვზე დეკა" – ელგუჯა უძილაურის. ეს სიმღერები ინტერნეტში წლების განმავლობაში იდო. სიმღერას "აყვავებულა არაგვზე დეკა" გიორგი ჩიტაური მღეროდა. ჩვენ ამ სიმღერების ინტერპრეტაცია გავაკეთეთ და ასეთი ვარიანტით ნამღერი შეიყვარა ხალხმა. ეს მუსიკა ჩვენი ხალხური სიმღერების ფესვებზეა ამოსული. 
– მაშინ რატომ გახდით კრიტიკის ობიექტები? 
პაატა: რაც იმ გადაცემაში ხდებოდა, შეიძლება ბოღმაც ვუწოდოთ. მსმენელის წინააღმდეგ არასოდეს უნდა წახვიდე. ერთმა მომღერალმა მეორე არ უნდა შეაფასოს. იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს სტიმული მივცეთ, პირიქით, კრიტიკის მეტს არაფერს ვაკეთებთ. შეიძლება მომცე შენიშვნა, მაგრამ არა – პირდაპირ ეთერში. ჩვენ ერთმანეთის ჩანაცვლებაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, ერთმანეთს მხარი უნდა ავუბათ. არც მსმენელს უნდა მიაყენო შეურაცხყოფა და არც – შემსრულებელს. 
შოთიკო: ბევრს არ სიამოვნებს, როცა ვიღაც ზემოთ იწევს. თუ ვიღაც ახალი გამოჩნდება და მე დახმარებას მთხოვს, დიდი სიამოვნებით დავუდგები გვერდში. ბედნიერი ვარ, რომ კონცერტებზე ჩვენი გამოსვლისას ხალხის თვალებში სიყვარულს ვხედავ. 
ქეთი დინოშვილი 

Artist: Group "Miraji" / Jgufi Miraji / ჯგუფი მირაჟი / Группа "Мираж" / Shotiko & Paata Dundua / შოთიკო და პაატა დუნდუები
Album: Collection
Year: 2012
Format: CD
Quality: 320 kbps

Tracklist:

1. აღარ მიბარებს წაწალი / Agar mibarebs wawali
2. აყვავებულა არაგვზე დეკა / Ayvavebula aragvze deka
3. მეგრული ნანა / Megruli nana
4. ნუ გიყვარს ქალაუ / Nu giyvars qalau
5. პატარა ქალო / Patara qalo
6. ფერებამდე / Ferebamde
7. ქალო ნარინჯიანო / Qalo narinjiano
8. შემიყვარდი / Shemiyvardi
9. შენთან ახლოს / Shentan axlos
10. ჩვენი სოფელი / Chveni sofeli
11. წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო / Wyaroze chagiyvans da ar dagalevinebso
12. ისევ გათენდება (ხოსე მაღალაშვილთან ერთად) / Isev gatendeba (with Xose Magalashvili)

Add to Cart:

  • Model: Audio CD
  • Artist: Miraji
  • Music Genre: Pop




This product was added to our catalog on Monday 08 October, 2012.

Your IP Address is: 100.25.42.211
Copyright © 2022 Georgian Audio DVD Online Catalog. Powered by Ramaz Geguchadze